M&M’s რეკლამაში „მოლაპარაკე კანფეტების“ გამოყენებას დროებით წყვეტს - განხეთქილების მიზეზი მწვანე დრაჟეს ჩექმები გახდა

M&M’s რეკლამაში „მოლაპარაკე კანფეტების“ გამოყენებას დროებით წყვეტს - განხეთქილების მიზეზი მწვანე დრაჟეს ჩექმები გახდა

access_time2023-01-24 14:30:36

M&M’s-ის ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია დროებით წყვეტს სარეკლამო მიზნით „მოლაპარაკე კანფეტების“ გამოყენებას. ამის შესახებ საუბარია კომპანიის განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე 23 იანვარს გამოქვეყნდა.


კომპანიის განმარტებით „მოლაპარაკე კანფეტის“ გამოყენებაზე დროებით უარი თქმა მას შემდეგ მოუწიათ, რაც კანფეტების გარეგნობა შეცვალეს. კონკრეტულად, 2022 წლის იანვარში მწარმოებელმა მწვანე პერსონაჟის მაღალქუსლიანი ჩექმები, სპორტული ფეხსაცმლებით შეცვალა, რათა მისი სახე უფრო ინკლუზიური ყოფილიყო. ამასთან „ქალების გაძლიერების ხელშეწყობისთვის“ წარმოების ხაზს დაემატა „მდედრობითი სქესის“ იასამნისფერი კანფეტიც. როგორც M&M’s-ის ბრენდის მფლობელ კომპანია Mars-ში აღნიშნავდნენ, ამ ცვლილებით, კომპანია მომხმარებელს საყვარელი პერსონაჟების განახლებულ, თანამედროვე იმიჯის სთავაზობდა, რათა ხაზი გაესვა თვითგამოხატვის მნიშვნელობისთვის და შეექმნა ისეთი სამყარო, სადაც არავინ იგრძნობდა თავს ზედმეტად.


 „მოლაპარაკე კანფეტების“ განახლებულმა ატრიბუტებმა სოციალურ ქსელებში კრიტიკის ტალღა გამოიწვია. კერძოდ, Cnange.org-ზე გამოქვეყნებულმა პეტიციამ, რომელიც მწვანე M&M's-ისთვის სექსუალურობის შენარჩუნებას ითხოვს, 20 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

 


„ჩვენ ნამდვილად არ გვეგონა, რომ ეს ინტერნეტში განხეთქილებას გამოიწვევდა. მაგრამა ახლა გვესმის, რომ კანფეტების ფეხსაცმელმაც კი შეიძლება საზოგადოება დაყოს, ეს კი M&M’s-ს არ სჭირდება, რადგან ჩვენ ადამიანების გაერთიანებას ვცდილობთ.“- აცხადებენ კომპანიაში.


ბრენდის წარმომადგენელი მსახიობი და კომიკოსი მაია რუდოლფი იქნება, სწორედ ის ითამაშებს მთავარ როლს რეკლამაში, რომელიც თებერვალში გამოვა.


ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ M&M's-მა უარი თქვა რეკლამაში „მოლაპარაკე კანფეტების“ გამოყენებაზე, როგორც The Wall Street Journal-ი წერს სოციალურ ქსელებში   ბრენდს ეს გმირები წარმოადგენენ.


თეგები:
M&M’s დრაჟე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up