თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „IDS ბორჯომის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნამდვილად კარგი სიახლეა, რომ სახელმწიფო ბორჯომის კომპანიის აქციონერი გახდა. მისივე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება , რომელიც სახელმწიფო იდენტობის მატარებელი კომპანიის გადარჩენას ისახავს მიზანს მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ნაბიჯია.
“მნიშვნელოვანი და მოსასალმებელი ნაბიჯია პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო იდენტობის მატარებელი კომპანიის გადარჩენას ისახავს მიზნად, მიუხედავად შეტევებისა, რომ ამას შეიძლება ნეგატიური რეპუტაციული შედეგები შეიძლება მოყოლოდა.
იმედია, ანგარიშებიდან მალე მოიხსნება ყადაღა და თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაც ეტაპობრივად განხორციელდება.
ფაქტია, რომ ბორჯომის კრიზისის დარეგულირების შანსი გაჩნდა, ამასთან ისიც საგულისხმოა, რომ ომით გამოწვეული უდიდესი პრობლემები, მათ შორის საექსპორტო ბაზრის 80%-ზე წვდომა და მასთან დაკავშირებული რიგი საკითხები კვლავაც გაურკვეველია.
მნიშვნელოვანია, რომ პროტესტის მონაწილეები, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და რეალურ კომპრომისზე იფიქრონ.
შეთანხმებას კი დღეს ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. დღეს ბორჯომი უნდა გადარჩეს და გააგრძელოს განვითარება. ამისათვის ყველამ - კომპანიამ და თანამშრომლებმა - შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და ამ პროცესში საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანოს.
წარმატებები ბორჯომს და წარმტებები საქართველოს“. - წერს ვახტანგ ჭარაია.