„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა“

„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა“

access_time2021-12-21 12:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ შეხვედრას დაესწრო, სადაც ქართული თაფლის მწარმოებლებმა და მეფუტკრე ფერმერებმა მუშაობის სამწლიანი შედეგები შეაჯამეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



გიორგი ხანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში, მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არსებული გამოწვევები ფაქტობრივად დაძლეულია.



„მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, ქართული თაფლის ცნობადობის ამაღლება და საექსპორტო ბაზრების გახსნა. თუკი ხუთი წლის წინ თაფლის ლაბორატორიული კვლევები საზღვარგარეთ ტარდებოდა, დღეს უკვე საქართველოშია შესაძლებელი, რაც ამ მიმართულებით დანახარჯების კლებასა და ოპერატიულობაზე აისახება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.




შეხვედრაზე, ქართული თაფლის მწარმოებლებმა ვრცლად ისაუბრეს სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო სამ წელიწადში, გაუმჯობესდა ქართული თაფლის ხარისხი, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წელს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით, თაფლის ნიმუშების მხოლოდ 6%–ში აღმოჩნდა დარღვევები (აკრძალული ნივთიერებები), მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 56% იყო. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეფუტკრეების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მეფუტკრეთა გაერთიანების და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით 2135 მეფუტკრეს ჩაუტარდა სწავლება.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართული თაფლი წარმოდგენილი იყო მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე - 2019 წლის აპიმონდიაზე კანადაში და 2021 წლის თაფლის საერთაშორისო დაჯილდოებაზე ლონდონში.



„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ 2018 წელს დაარსდა და, დღეისათვის, 9 ასოციაციას და 12 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც 5 500 მეფუტკრის (მათ შორის, 548 ქალი მეფუტკრის) ინტერესებს წარმოადგენს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up