„მნიშვნელოვანია ბიზნესს ხელი შევუწყობთ, მაგრამ ამან საბანკო სისტემის ნგრევა არ უნდა გამოიწვიოს“ - ექსპერტები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

„მნიშვნელოვანია ბიზნესს ხელი შევუწყობთ, მაგრამ ამან საბანკო სისტემის ნგრევა არ უნდა გამოიწვიოს“ - ექსპერტები მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე

access_time2020-04-21 10:00:17

მოძრაობა ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად 0%-იანი სესხების გაცემის ინიციატივით გამოდის. მამუკა ხაზარაძის თქმით, ლელოს აქვს 6 მილიარდ ლარიანი ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა და რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნაა.


„ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიით“, — ამბობს მამუკა ხაზარაძე.


„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბანკებისთვის 0%-იანი სესხების გაცემა მარტივად განსახორციელებელი ინიციატივა არ არის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყობთ იმ ბიზნესს რომელსაც ზარალი მიადგა, მაგრამ ამით საბანკო სისტემა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ.



„ბანკისთვის მსგავსი ინიციატივა პრობლემაა, რადგან საფინანსო ინსტიტუტისთვის არსებული ფული უფასო არ არის, ის 0%-იან სესხს ყველაზე ვერ გასცემს, რადგან მას აქვს ხარჯი, მაშინ გამოდის რომ უნდა იზარალოს. ვინ აუნაზღაურებს ბანკებს ამ დანაკლისს? - ამ შემთხვევაში ან სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს ბანკებს ან ეს ზარალი თავისით უნდა აანაზღაურონ. თუმცა ორივე შემთხვევაში რთულია, შეიძლება ზოგიერთ ბიზნესზე მოხდეს რაიმე შეღავათების დაწესება, მაგრამ 0%-იანია სესხების გაცემა მარტივად განსახორციელებელი ინიციატივა ბანკებისთვის ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესს ან ნებისმიერ ბიზნესს რომელსაც ზარალი მიადგა, ხელი შევუწყობთ, მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ ამან საბანკო სისტემის ნგრევა გამოიწვიოს. საბოლოოდ უნდა დავიცვათ შუალედი და გავითვალისწინოთ როგორც ბიზნესის და მოსახლეობის ასევე საბანკო სფეროს ინტერესები და ხარჯი“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ 0%-იანი თან დიდი ალბათობით სარისკო სესხების გაცემა არსებულ პირობებში ბანკებისთვის ძალიან საფრთხილოა.


„ეს ძალიან სარისკო ინიციატივაა მთლიანად ეკონომიკისთვის და საბანკო სისტემის მდგრადობისთვის. კორონავირუსის საფრთხის გაჩენისთანავე, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ბანკებიდან დეპოზიტების გამოტანა, რამაც  საფინანსო ინსტიტუტები პრობლემის წინაშე დააყენა. ეს ინიციატივა კი გულისხმობს, 0%-იანი თან დიდი ალბათობით სარისკო სესხების გაცემას, რაც ბანკებისთვის ძალიან საფრთხილოა. გარდა ამისა, ეს იქნება დიდი ლიკვიდურობა ეკონომიკაში და ისედაც გაუფასურებულ ლარს და გაზრდილ ფასებს კიდევ უფრო ცუდ ინერციას მისცემს“, - განმარტავს ანა გოგოლაძე.

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up