ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში ომის გადამწყვეტი ფაზაა და მნიშვნელოვანია, რომ მას ის იარაღი მიაწოდონ, რომელიც მოსაგებად სჭირდება.
„მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები. ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას ომის მოსაგებად სჭირდება “, — განაცხადა იენს სტოლნტენბერგი 20 იანვარს გერმანიაში დანიშნული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ.