„მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ტრაგედია“ - „თბილისის შადრევნების

„მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ტრაგედია“ - „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი

access_time2022-10-14 13:00:18

„სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო,“ - ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კომპანია „თბილისის შადრევნების" დამფუძნებელი, მოქანდაკე ირაკლი ჟვანია წერს.


მის პოსტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


„გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი "მოღვაწეობის" ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.


1.ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე: მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობელისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.


ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.



რეზუმე: შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა.


( ჩვენს მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პერიოდში, 2014-15წწ გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).


2. შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე.


რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ "შეამოწმა", შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს "ეკოსერვისს" რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.


საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო...


ვისი ბრალია ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც "შეამოწმა" და აქტიც შეადგინა, შემდეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარეს ერთობლივი "მოღვაწეობის" და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ყავს, 21 საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში რომ 13 წლის ბავშვი არ ეწირებოდეს ამათ "მოღვაწეობას",“- წერს ირაკლი ჟვანია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up