მოამზადე ავტომობილი ზამთრის თავგადასავლებისთვის - იანვრის შეთავაზებები  „თეგეტა მოტორსში“

მოამზადე ავტომობილი ზამთრის თავგადასავლებისთვის - იანვრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

access_time2023-01-05 17:18:01

ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. მას შემდეგ, რაც საჩუქრების დარიგებით, ჟრიამულითა და სითბოსა და სიყვარულის გაცემით სასიამოვნოდ გადავიღლებით, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დრო დასვენებისთვის. თუ გინდათ, რომ უსიამოვნო თავგადასავლები არ გახდეს დაგეგმილი მოგზაურობის  ნაწილი, საჭიროა, სათანადოდ შევამოწმოთ და მოვამზადოთ ავტომობილი.  

„თეგეტა მოტორსში“ იანვარში თქვენი ავტომობილისთვის სხვადასხვა შეთავაზება მოქმედებს.  

პერსონალური მენეჯერის მომსახურება უფასოდ და 15%-იანი ფასდაკლება თანამდევ სერვისებზე

მოგზაურობის დაწყებამდე ავტომობილის შემოწმება, მომზადება  და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხშირად ახალი წლის დღეების შემდეგ გვიჭირს თავისუფალი დროის გამონახვა. ამის გამო, სამოგზაუროდ წასვლამდე სათანადოდ ვერ ვზრუნავთ ავტომობილზე. ასეთ დროს კი იზრდება არასასიამოვნო თავგადასავლების ალბათობა. 

იანვარში „თეგეტა მოტორსი“ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას უფასოდ გთავაზობთ. საჭიროების შემთხვევაში, ის წაიყვანს თქვენს ავტომობილს და სასურველ ლოკაციაზე სრულად გამართულს დაგიბრუნებთ. იანვრის შეთავაზებების ფარგლებში კი, პერსონალური მენეჯერის უფასო მომსახურებასთან ერთად, თანამდევ სერვისებზე 15%-იანი ფასდაკლებაც მოქმედებს. 

20%-იანი ფასდაკლება Online Shop-ით ან ქოლ-ცენტრის დახმარებით პროდუქციის შეძენისას 

საახალწლო დღეებში, ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების შეძენა სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია. Shop.tegetamotors.ge-ზე საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ავტომობილის მოვლის საშუალებების, დანადგარებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინმაღაზიაში ავტომობილისათვის საჭირო ნაწილებისა და ატრიბუტების შეძენა დღის ნებისმიერ მომენტში სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. გადაწყვეტილების მიღებაში ქოლ-ცენტრიც დაგეხმარებათ. ონლაინკონსულტანტები საჭირო პროდუქტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან.

ონლაინმაღაზიისა და ქოლ-ცენტრის დახმარებით შეძენილ ნებისმიერ პროდუქტზე 20%-იანი ფასდაკლება 15 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. 



სავალი ნაწილების შემოწმება უფასოდ

იანვარში, ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნასთან ერთად, თოვლიან რელიეფზე გადაადგილება ბევრ მოგზაურს უწევს. ასეთ პირობებში მრავალკილომეტრიანი გზის უსაფრთხოდ და კომფორტულად გასავლელად უმნიშვნელოვანესია ავტომობილის სავალი ნაწილის გამართულობა.  


შორ გზაზე წასვლამდე აუცილებელია სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და პრობლემის შემთხვევაში მისი ხარისხიანი დეტალებითა და გამოცდილი მექანიკოსების დახმარებით დროული აღმოფხვრა. 

„თეგეტა მოტორსში“ 01 იანვრიდან  31 იანვრამდე სავალი ნაწილის შემოწმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი. 

ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლა უფასოდ

ზამთრის კურორტებზე გამგზავრებისას კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სითბო ავტომობილში. ამისათვის მნიშვნელოვანია, სალონის ფილტრი ახალი და სუფთა იყოს. ის უზრუნველყოფს, რომ ავტომობილში მტვრის ნაწილაკებისა  და უსიამოვნო სუნისგან გაწმენდილი ჰაერი მოხვდეს. 

ძრავისათვის სუფთა ჰაერის მიწოდებაზე  კი ჰაერის ფილტრია პასუხისმგებელი და მისი დროული შეცვლა ავტომობილის მთავარი ნაწილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. 

იანვარში „თეგეტა მოტორსში“ ძრავის ჰაერისა და სალონის ფილტრების შეძენის შემთხვევაში პროფესიონალი მექანიკოსების გუნდი მათ უფასოდ შეგიცვლით. 

თვლების ნახარის შემოწმება უფასოდ

თვლების  ნახარი, იგივე „რაზვალი“, ავტომობილებისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა. თვლების ნახარის დარღვევამ ბევრი სხვა დეტალი შეიძლება დააზიანოს. მათ შორის, შესაძლოა გამოიწვიოს საბურავის არასწორი ცვეთა და რესურსის ნაადრევი შემცირება, ავტომობილით გადაადგილებისას მოძრაობის ტრაექტორიიდან გადახრა, დამუხრუჭებისას ავტომობილის არათანაბარი გაჩერება, მოცურების ალბათობის ზრდა და ა.შ.

ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თვლების ნახარი და საჭიროების შემთხვევაში თანამედროვე  აპარატით გასწორდეს. იანვრის ბოლომდე ეს მომსახურება „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სრულიად უფასო იქნება. 

ფასდაკლება სამუხრუჭე დისკების მოხეხვაზე  

სამუხრუჭე დისკი მუხრუჭის სისტემაში შემავალი ნაწილების უმნიშვნელოვანესი დეტალია. სისტემის გამართვისას უნდა დავაკვირდეთ, როგორ მდგომარეობაშია სამუხრუჭე დისკის ზედაპირი. ძველი ხუნდების ახლით ჩანაცვლებისას, თუკი დისკების ზედაპირი დაზიანებულია, აუცილებელია მისი მოხეხვა. ამით თქვენ უზრუნველყოფთ ხუნდსა და დისკს შორის წარმოქმნილი ხახუნის ძალის გაზრდას იმ მაქსიმუმამდე, რაც აუცილებელია ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერებისათვის. ამიტომ, თუკი ხუნდებს ცვლით, შეამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ სამუხრუჭე დისკების მოხეხვის სერვისით, რომლით სარგებლობა 31 იანვრამდე 30 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ავტომობილის გასამართად, სხვადასხვა შეთავაზება „თეგეტა მოტორსში“ იანვრის ბოლომდე იმოქმედებს. ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.  

-- 

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up