მოამზადე „შენEat“ - ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური სერვისი გამოჩნდება

მოამზადე „შენEat“ - ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური სერვისი გამოჩნდება

access_time2020-08-28 17:30:49

5 სექტემბრიდან „შენEat“ ქართველ მომხმარებელს ინოვაციურ სერვისს შესთავაზებს. ვისაც სახლში კერძების მომზადება უყვარს, თუმცა რეცეპტებისა და ინგრედიენტების დეფიციტს განიცდის, ირაკლი ხუნდაძის, გიორგი ასათიანისა და მიხეილ ნარიაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისის - „შენEat“  გამოყენებით სასურველი კერძის ახლებურ ვერსიას ინგრედიენტებთან ერთად სახლში მიუტანენ.




„შენEat“  სერვისი დაახლოებით 7 მიმართულებას მოიცავს და საერთო ჯამში, ბაზარზე 60 სეგმენტირებული კერძით შედის.


 „ჩვენი პროდუქტის უნიკალურობა არის ის, რომ შეკვეთიდან ერთი დღის განმავლობაში მომხმარებელს ყველა საჭირო რეცეფტსა და ინგრედიენტს დაფასოებული სახით მივაწვდით.

მსოფლიოში ამ ტიპის მომსახურების რა ანალოგებიც არსებობს კონკრეტული ვახშმისთვის ერთი თვით, ან 10 დღით წინასწარ დაგეგმვას გულისხმობს. ზოგადად გვსურს, რომ ეს მიმართულებაც დავნერგოთ და ავამუშავოთ. თუმცა, ქართული ბაზრის რეალობიდან გამომდინარე,  ვადა მაქსიმალურად შევამცირეთ და მიზნად გვაქვს 1 დღის ვადაში მივაწოდოთ სასურველი პროდუქტები.„ - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ირაკლი ხუნდაძე




პროექტი, რომლის საინვესტიციო ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს, სამომავლოდ კიდევ სხვა სიახლეების დამატებას გეგმავს.


„სექტემბრის თვის ბოლოსთვის ტრადიციული ქართული კერძების დამატება იგეგმება. ამ დროისთვის ჩვენი უცხოური კომბინირებული სამზარეულო კერძების 7 ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომელშიც დაახლოებით 5-6 კერძია. ეს მენიუ მუდმივად განახლებადია და ყოველთვიურად დაახლოებით 2-3 ახალი კერძი დაემატება.

ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს „შენEAT“ რაც გულისხმობს გააკეთე შენით, თუმცა ასევე გვექნება „ჩვენEAT“, რომელიც ორიენტირებული ივენთებზე იქნება. მრგვალ ბაღთან მომიჯნავე ტერიტორია გვაქვს, სადაც ივენთები განხორციელდება. მაგალითად, 2-3 კვირაში ერთხელ იქნება არგენტილური ასადოს დღე და სოც.მედიის საშუალებით საშვები გაიყიდება. მყიდველს კი ორგანული ღვინითა და ბარბექიუს მენიუთი გაჯერებული Full Table დახვდება.“ - განმარტავს ირაკლი ხუნდაძე



 როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მათი ანალოგი არ არსებობს, თუმცა შესაძლო კონკურენციას მიესალმებიან და ამით პროდუქტისა და ზოგადად ბაზრის დახვეწას იმედოვნებენ.

                            


 ანი ცარციძე


თეგები:
შენEat



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up