რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ გაამწვავა სირთულეები სამშენებლო ინდუსტრიაში, რომელიც კოროვირუსის პანდემიის შედეგად დაიწყო. ამან გამოიწვია სამშენებლო სამუშაოების ხუთწლიანი რეკორდული დეფიციტი: ახლა ინდუსტრიას მუშების თითქმის 25%-იანი დეფიციტი აქვს.
ამ ინფორმაციას "კომერსანტი" 28 ნოემბერს, ინფრასტრუქტურული კომპანიების ეროვნული ასოციაციის (НАИК) და Sherpa Group-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადრე დაფიქსირებული მუშათა დეფიციტი 2022 წელს გაუარესდა გეოპოლიტიკური ფაქტორისა და მობილიზაციის გამო, თქვა გამოცემა Sherpa Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა გალაკტიონოვამ.
"Визави Консалт"-ის დასაქმების სააგენტოს სამშენებლო და განვითარების პრაქტიკის ექსპერტის ნატალია ტრუბჩანინოვას თქმით, სამშენებლო კომპანიებში მობილიზებულთა წილი 7-8% იყო, ხოლო კიდევ 2-3% ან თავის რეგიონებში დაბრუნდა ან რუსეთი დატოვა. ტრუბჩანინოვას მიაჩნია, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში კადრების დეფიციტი მინიმუმ 12-15%-ია, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სარეკორდო რიცხვია.
წყარო: https://realpolitika.ge/