2022 წლისთვის მობილური ბანკის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ 900 515 შეადგინა. როგორც „კომერსანტის“ მიერ სებ-იდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მობილური ბანკის აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა 2%-ით არის შემცირებული. როგორც სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, 2021 წელს მობილურ ბანკინგს აქტიურად 918 635 მომხმარებელი სარგებლობდა.
ბოლო 5 წლის მაჩვენებლების მიხედვით, მობილური ბანკის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა ყველაზე მეტი 2018 წელს იყო - 425 891 მომხმარებელი.
- 2022 წელი - 900 515 მომხმარებელი,
- 2021 წელი - 918 635 მომხმარებელი,
- 2020 წელი - 710 959 მომხმარებელი,
- 2019 წელი - 480 238 მომხმარებელი,
- 2018 წელი - 325 238 მომხმარებელი.
აქტიური კლიენტი არის კლიენტი, რომელმაც თვის განმავლობაში ერთხელ მაინც განახორციელა შესაბამისი არხით (ინტერნეტ-ბანკი, მობილური ბანკი) გადახდა/გადარიცხვა. აქტიური ბანკის კლიენტების მონაცემები მიიღება ბანკების მიხედვით აქტიური კლიენტების რაოდენობის შეჯამებით, შესაბამისად, შესაძლებელია ამ მონაცემებში გადაკვეთის არსებობა, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს ორი ან მეტი სხვადასხვა ბანკის მომსახურებით - იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლები თვის განმავლობაში ერთდროულად სარგებლობს ინტერენტ-ბანკითა და მობილურ ბანკით, მაშინ ის გათვალისწინება, როგორც ინტერნეტ-ბანკის აქტიურ კლიენტებში, ასევე მობილური ბანკის აქტიურ კლიენტებში.