კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელის მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობა და შემოსავლები გამოაქვეყნა. 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან (48.0 მლნ ლარი) შედარებით, მობილური ოპერატორების შემოსავლები 29%-ით გაიზარდა და 62.1 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას GBC-ი ავრცელებს.
აბონენტების რაოდენობა 2022 წლის ნოემბერში, წინა წლის ნოემბერთან (5.13 მლნ) შედარებით, 4.1%-ით გაიზარდა და 5.34 მლნ აბონენტი შეადგინა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით ბაზრის ლიდერი მაგთია, შემდეგ მოდის სილქნეტი და ვიონი.
მაგთის წლიური ზრდა 4.7%-ია 2.14 მლნ-დან - 2.24 მლნ აბონენტამდე, სილქნეტის წლიური ზრდა 4.2%-ია 1.71 მლნ-დან 1.78 მლნ-მდე და ვიონის წლიური ზრდა 3/0%-ია 1.28 მლნ-დან 1.32 მლნ-მდე.