მობილური ოპერატორი Veon, რომლის აქციებიც ამსტერდამშია რეგისტრირებული, რუსულ ბიზნესს Vimpelcom-ის მენეჯმენტს 2,15 მილიარდ დოლარად ყიდის. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
Veon-ი რუსეთში ბილაინის ბრენდს, შვილობილი კომპანია Vimpelcom-ის მეშვეობით მართავს, რაც ჯგუფის შემოსავლის დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს. ოპერაცია, სავარაუდოდ, მომავალი წლის 1 ივნისისთვის დასრულდება, განაცხადეს ვეონში.
„დარწმუნებული ვარ, რომ Veon-ის რუსული ბიზნესის Vimpelcom-ის მენეჯმენტზე მიყიდვა ოპტიმალური გადაწყვეტილიბა Veon-ის მომხმარებლების, აქციონერებისა და კრედიტორებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ”, - განაცხადა Veon-ის აღმასრულებელი დირექტორი კაან ტერზიოღლუ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა