მოცარტის 8 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

მოცარტის 8 ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

access_time2022-06-05 16:30:45

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი მსოფლიოს გენია და ფენომენალური კომპოზიტორია. ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ სმენია ლეგენდარული მოცარტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ხანმოკლე იყო, მისი შემოქმედება, რომელიც 800-ზე მეტ სხვადასხვა ნაწარმოებს შეიცავს, დღემდე ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება.

მოცარტი 6 წლის იყო, როდესაც თავისი პირველი კომპოზიცა შექმნა. მსგავსი ლეგენდები მხოლოდ ერთხელ იბადებიან, სწორედ ამიტომაც იგი აქტუალურობას არასდროს კარგავს. მასთან დაკავშირებული და მისი ნივთები კი საოცრად ძვირი ღირს.

მოცარტი იყო მისი დროის ყველაზე ცნობილი ბავშვი. ყველა კომპოზიტორი აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭით.

მამამისს სურდა, რომ მის შვილს ბედი ოპერის კომპოზიტორად გამოეცადა. მოგვიანებით მოცარტს იტალიაში ოპერისთვის კომპოზიციის დაწერა დაუკვეთეს. მალევე, ახალგაზრდა კომპოზიტორის წარმატება მსოფლიოს მოედო. 25 წლის ასაკიდან - 35 წლამდე მან უდიდესი განვითარება შეძლო.

გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება კარგად იყო დაცული. ნაწილი გადაეცა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ნაწილი კი გამოფენილი იქნა მსოფლიოს მუზეუმებში.

მოცარტის ხელნაწერი, ორიგინალი პარტიტურა

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ორიგინალი ხელნაწერი პარტიტურა პარიზში აუქციონზე 318 400 ფუნტად გაიყიდა. იგი 1792 წელს, 16 წლის მოცარტმა დაწერა.

მოცარტის მიერ დაწერილი წერილი

დუჯერებელია, მაგრამ მოცარტის მიერ დაწერილი, მხოლოდ ერთი წინადადება აუქციონზე 217,000 დოლარად გაიყიდა.

1786 წლის ივლისით ან ავისტოთი დათარიღებულ გერმანულ წერილობით ნოტას ხელი მოცარტმა მოაწერა და მიმართა ავსტრიელ ბოტანიკოსს. სწორედ ეს ხელმოწერა გაიყიდა აუქციონზე.

ნაწილი აუქციონებზეც კი გაიყიდა. წარმოგიდგენთ მათ საფასურებს:


მოცარტის ბავშვობის პორტრეტი

როდესაც მოცარტი 13 წლის იყო, მამასთან ერთად ევროპულ ტურნეზე იმყოფებოდა. მისმა ნიჭმა ერთ-ერთ მსმენელზე ერთ-ერთ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რომ მან ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის პორტრეტი შეუკვეთა. ბავშვობის პორტრეტის ღირებულება 883,233 დოლარიდან - 1,324,850 დოლარამდე მერყეობს.

მოცარტის თმის აქსესუარი

ჩვენ გვსმენია ისეთი ნივთების შესახებ, როგორიცაა ტანსაცმელი, პორტრეტები ან ინსტრუმენტები. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აუქციონზე მოცარტის თმის აქსესუარი იყიდება. საწყისი ღირებულება 12 000 ფუნტზე მეტი იქნება.

მოცარტის ხელნაწერები

აუქციონზე ასევე ხელმისაწვდომია მოცარტის მუსიკალური ხელნაწერი ორი სიმღერისთვის, O Gottes Lamm და Als aus Aegypten. ეს საეკლესიო სიმღერები მოცარტმა პრაღაში ყოფნის დროს 1787 წელს შექმნა. ამ ხელნაწერების სავარაუდო ფასი 224,245 დოლარია.

მოცარტის მუსიკალური პარტიტურის ორიგინალური ასლი

“საერთაშორისო მოცარტეუმის ფონდი“ არის 1880-იანი წლების არაკომერციული ორგანიზაცია, რომელის მფლობელობაშიც ცოტ ხნის წინ მოცარტის მუსიკალური პარტიტურა გადავიდა. რა ფასი გადაიხადა ორგანიზაციამ მასში, უცნობია.

მოცარტის მიერ შექმნილი 2-წუთიანი პარტია

16 წლის მოცარტის მიერ შექმნილი ორიგინალური 2-წუთიანი პარტია “სოტბის“ აუქციონზე 372,500 ევროდ გაიყიდა.

მუსიკალური ხელნაწერი მოცარტის ავტოგრაფით

ყველასთვის ცნობილი უდიდესი კლასიკური კომპოზიტორის -მოცარტის ნამუშევრები და ავტოგრაფიული ხელნაწერი აუქციონზე, ბერლინში გამოიფინა. მისი სავარაუდო ღირებულება შეიძლება იყოს 140 000 ევროზე მეტი.

წყარო: therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"


თეგები:
მოცარტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up