მოცვის ექსპორტში წელს რუსეთის წილი  სავარაუდოდ შემცირდება -  ,,აგროლეინი“

მოცვის ექსპორტში წელს რუსეთის წილი სავარაუდოდ შემცირდება - ,,აგროლეინი“

access_time2022-05-12 12:00:46

მოცვის ექსპორტიორებმა ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა გააძლიერეს. როგორც ცნობილია,  ჯერჯერობით ყველაზე მეტი რაოდენობით ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე გადის.  როგორც ბაღდათელი მეწარმე,  კომპანია ,,აგროლეინის“ დირექტორი  გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს,  ექსპორტის მთავარი გამოწვევა, ევროპის ბაზარზე პოზიციების გამაგრებაა, რის იმედსაც ქართული მოცვის ხარისხი იძლევა.

 

,,აგროლაინის“ გაყიდვებში რუსეთის ბაზარს 2021 წელს  30% ეკავა.  როგორც ღვინიაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს,  სავარაუდოდ წელსაც მოუწევს  რუსეთში პროდუქტის გატანა, თუმცა ეს სეგმენტი 10%-ზე მეტს ვერ დაიკავებს.

,,რუსეთში ქართული მოცვის დიდი ნაწილი იყიდებოდა. ჩვენს შემთხვევაში, ამ ბაზარს 30% ეჭირა. უკრაინის ბაზარზე არც აქამდე ვიყავით წარმოდგენილი.  შესაბამისად, ეს არ არის პრობლემა, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ, რომ რუსეთი  ჩავანაცვლოთ. მთავარი ორიენტირი ევროპული ქვეყნებია. მიუხედავად ამისა,  არ გამოვრიცხავ, რომ წლევანდელი მოსავლის 10% მაინც გავა რუსეთში. ამ ეტაპზე ასეა შესაძლებელი, მაგრამ პარალელურად დივერსიფიკაციაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ღვინიაშვილმა ,,კომერსანტთან“.

რაც შეეხება მოცვის ფასს, როგორც ,,აგროლეინის“ დირექტორი ამბობს,  ტენდენცია უფრო მაისში გამოჩნდება, რაზეც რუსეთის ფაქტორი დიდწილად იქნება დამოკიდებული.

,,რუსეთის ბაზარზე მოცვი ტრადიციულად ძვირად ფასობს და წლევანდელი ფასი ამაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.  საქართველოში წარმოებული  მოცვის მოცულობები იზრდება. თუ შარშან მოსავალი 150 ტონა იყო, 250 ტონა იქნება. არა მარტო საქართველოში, წელს წარმოება მნიშვნელოვნად მატულობს  მთელ მსოფლიოში, ჯერჯერობით მოთხოვნა ასწრებს, მაგრამ წარმოება იმდენად ზრდადია, რომ ეს ფასებზეც იმოქმედებს.


რაც შეეხება ჩვენი კომპანიის გაყიდვებს, ევროპაზე ვართ ძირითადად, პოლონეთსა და ჰოლანდიაში მოლაპარაკებებს ამ ეტაპზეც ვაწარმოებთ.  გაძვირებული ლოგისტიკა იმდენად არ გვიქმნის პრობლემას, ვიდრე თვითონ გადაზიდვების სირთულე, მაგრამ ალბათ ესეც მოგვარდება დროთა განმავლობაში.  სერიოზულ პრობლემას გვიქმნის გადაზიდვების ხანგრძლივობა საზღვარზე არსებული რიგების გამო. ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. რამდენადაც ვიცი, აპირებენ მალფუჭებადი პროდუქტის გადაზიდვებთან დაკავშირებით რიგ შეღავათს - სპეციალური სტატუსის დაწესებას.  ევროპისთვის ეს ნორმაა, როცა სუბიექტი ასეთ სტატუსს ფლობს, უპრობლემოდ უშვებენ საზღვარზე. ჩვენთან სისტემა ასეთი მოწესრიგებული არ არის, მაგრამ  ამ ეტაპზე მხარდაჭერა გვაქვს და შესაბამის გადაწყვეტილებას ველოდებით“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი ,,კომერსანტთან“.

რაც შეეხება მოცვის მოსავლიანობას, როგორც მეწარმე განმარტავს, 1 ჰექტარზე  10 ტონაა, როცა აშშ-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20 ტონას აღწევს.

დაბალი მოსავლიანობის მიზეზად ღვინიაშვილი ცოდნის დეფიციტს და ტექნიკურ ჩამორჩენას მიიჩნევს.

ცნობისთვის, ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე და საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე 1 კილოგრამი გაუყინავი ლურჯი მოცვის საბაზრო (საბითუმო) ფასი 5-7 ევროა, რუსეთში კი კილოგრამის საბითუმო ფასი 5-9 აშშ დოლარის ფარგლებშია. 

ქართული მოცვის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა 2019-2020 წლებში რუსეთი იყო. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 178 900 ტონა (816 800 დოლარი) მოცვი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 631 800 ტონამდე (3.6 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up