მოცვის ფასი განახევრდა - რა ღირს ქართული საექსპორტო მოცვი

მოცვის ფასი განახევრდა - რა ღირს ქართული საექსპორტო მოცვი

access_time2022-06-29 12:00:00

მოცვის ფასი თვის დასაწყისთან შედარებით განახევრდა. 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 1 კგ. მოცვის ღირებულება წინა კვირასთან შედარებით, საგრძნობლად, 4-5 დოლარამდე დაეცა, მაშინ, როცა, EastFruit-ის ცნობით, ივნისის დასაწყისში ადგილზე ფერმერებს თითო კილოგრამ მოცვში 7-დან 8 დოლარამდე უხდიდნენ.


როგორც ადგილობრივი ექსპორტიორები აცხადებენ, ამის მიზეზი ქართული მოცვის მთავარ ბაზარზე, რუსეთში ფასების ვარდნაა, რაც საქართველოდან და სხვა ექსპორტიორი ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდამ გამოიწვია. ამასთან, მიმდინარე კვირაში მოცვის გაიაფებას მასობრივი კრეფვის დაწყების გამოც მოელოდნენ.


იმის მიუხედავად, რომ დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდები მოსავლის დროულ აღებას ხელს უშლის, EastFruit წერს, რომ საქართველოში მოცვის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაშია.


ქართველი ფერმერები ეჭვობენ, რომ მყიდველები ფასის ხელოვნურად დაწევას ცდილობენ, რადგან მისი ვარდნა მეტად მოკლე დროში მოხდა. 1 კგ. მოცვის ფასი 8-დან 4 დოლარამდე მხოლოდ ერთ დღეში დაეცა, რაც ფერმერებს აფიქრებინებს, რომ ეს სპეკულაციაა. რაკი მოცვი მეტად მალფუჭებადი კენკრაა, ბევრი მცირე ფერმერი, ვისაც მაცივარი არ აქვს, მოსავალს იაფად ყიდის. თუმა, პორტალის ცნობით, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ფასი მოცემულ დღეს მიუღებელია, გაყიდვას არ თანხმდება და თავის მოსავალს მაცივარში ინახავს, რომ სხვა დროს უფრო მაღალ ფასად გაყიდოს.



კომპანია AgriTouch-ში EastFruit-ს განუცხადეს, რომ ფასების კლება მიწოდების ზრდამ გამოიწვია. კომპანია მოცვის ექსპორტს, ძირითადად, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეწევა, თუმცა ფასების მიმდინარე კლებას რუსულ ბაზარზე საქართველოდან, ბელარუსიდან და სერბეთიდან მოცვის ჭარბ მიწოდებას უკავშირებს.


პორტალის მონაცემებით, 2021 წლის ივნისსა და ივლისში რუსეთმა ყველაზე მეტი, 850 ტონა მოცვი საქართველოდან, 551 ტონა სერბეთიდან, ხოლო 426 ტონა მოცვი ბელარუსიდან შეიტანა.


წელს უამინდობის გამო მოცვის სეზონი საქართველოში დაგვიანებით დაიწყო.


bpn.ge



თეგები:
მოცვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up