მოცვის მწარმოებლები დაშვებული შეცდომების გამო ზარალზე გავიდნენ - აგრო კონსულტანტის რჩევები

მოცვის მწარმოებლები დაშვებული შეცდომების გამო ზარალზე გავიდნენ - აგრო კონსულტანტის რჩევები

access_time2022-09-12 18:10:19

ბოლო პერიოდში, ქართველ ფერმერებს შორის ლურჯი მოცვი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ცხადია, მიზეზი ლურჯი მოცვის გასაყიდი ფასი და ევროპულ ბაზარზე მოთხოვნაა. თუმცა, დამწყებ ფერმერთა დიდი ნაწილი ამ კულტურის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ აგროვებს და სასურველ შედეგსაც ამიტომ ვერ იღებს.


„აგრო სოლუშენს ჯგუფში“ ამბობენ, რომ იკვეთება ოთხი ძირითადი შეცდომა, რომელთა გამოც ფერმერები ლურჯი მოცვის მოსავალს ვერ იღებენ.


სწორი ჯიშების შერჩევა


საქართველოში არ არსებობს კვლევითი ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ ფერმერებს ურჩიონ, კლიმატური პირობებიდან, ან ნიადაგიდან გამომდინარე, რა ტერიტორიაზე რომელი ჯიშის მოცვი დარგონ. ხშირ შემთხვევაში, ჯიშების შეუსაბამობის გამო, ფერმერებს მოსავლის დიდი ნაწილი ულპებათ და შედეგს ვერ იღებენ. ამიტომ, ზოგიერთმა აგრობიზნესმენმა განსხვავებულ სტრატეგიას მიმართა და ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის ლურჯი მოცვი დარგო.


ასეთ დროს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს - ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის კულტურის მართვა რთულია, რადგან საჭიროა სხვადასხვა ტიპის სასუქი, მცენარეს უჩნდება სხვადასხვა ტიპის დაავადება და მათთან ბრძოლაც სხვადასხვა მეთოდითაა საჭირო. ამიტომ, პროცესი ქაოსურად მიდის და შედეგს არ იძლევა. „აგრო სოლუშენს ჯგუფში“ ამბობენ, რომ სხვადასხვა ჯიშის მოცვი ფერმერმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დარგოს, თუ ამისათვის ძალიან დიდი ტერიტორია აქვს გამოყოფილი.



სწორი საირიგაციო სისტემა


ცხადია, ნებისმიერი პლანტაციისთვის საირიგაციო სისტემა აუცილებელია. ამას ყველა ფერმერი ითვალისწინებს, თუმცა იშვიათად აქცევენ ყურადღებას სწორ ინჟინერიას. შედეგად, პლანტაციას წყალი ყოფნის მხოლოდ პირველი ორი წლის განმავლობაში. შემდეგ კი საჭირო ხდება სისტემის ახლებურად გაკეთება, რაც ჰექტარზე 3-4 ათასი დოლარის ხარჯია. გამოდის, რომ, დაშვებული შეცდომის გამო, ფერმერს ბაღის თვითღირებულება რამდენჯერმე ეზრდება.


მოსავლის აღება


თუ ფერმერმა მოახერხა და ლურჯი მოცვის პლანტაციას სწორად მოუარა, მოსავლის აღებისას კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პერიოდი მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისია. ამ სეზონზე დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ძლიერი წვიმები ახასიათებს. შედეგად, კრეფის დროს ნაყოფი ლპება და სკდება. საბოლოოდ კი, დაახლოებით 30% იკარგება.


„აგრო სოლუშენს ჯგუფის“ კონსულტანტების თქმით, გამოსავალი მოცვის სათბურებია. ბოლო პერიოდში, ხელმისაწვდომი გახდა ლურჯი მოცვის სპეციალიზებული სათბურები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება როგორც მზისგან, ისე ნაყოფის წვიმისგან დაცვისთვის. აგრო კონსულტანტები ამბობენ, რომ ფერმერები სათბურებზე უარს ფინანსების გამო ამბობენ. რეალურად კი, ამ სათბურების გარეშე, მეტ ზარალს იღებენ.


აუცილებელი ინფრასტრუქტურა


მოსავლის მიღების შემდეგ, რეალიზაციის დრო დგება. თუმცა, ნებისმიერ ფერმერს მაინც უწევს, რეალიზაციამდე 1-2 კვირის განმავლობაში მოსავლის დაყოვნება. იმისათვის, რომ ლურჯი მოცვის ყველა სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ, აუცილებელია საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობა. საქართველოში თითქმის არ არსებობს პირველადი დამუშავების ცენტრები და სამაცივრე მეურნეობები. ამის გარეშე კი აგრო ბიზნესმენები მოსავლის დიდ წილს კარგავენ.



თეგები:
მოცვი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up