Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს

Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს

access_time2022-12-18 13:00:52

ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Moderna-მ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების პროცესში მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ განაცხადა. კერძოდ, Moderna-ს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შუალედური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი სიკვდილის და კანის კიბოს რეციდივის რისკებს ამცირებს.

კომპანიის განცხადებით, მისი პერსონალიზებული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის პროგრამის შუალედური შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ RNA ტექნოლოგიამ შესაძლოა გარდამტეხი როლი შეასრულოს კიბოს მკურნალობაშიც, მიღმა COVID-19-სა. ინვესტორები ამ სიახლემ კეთილად განაწყო, შედეგად Moderna-ს აქციებმა ამ განცხადების შემდეგ 21%-იანი ზრდა აჩვენა.

ბოლო კვლევაში მელანომის, კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის მქონე 157 პაციენტი მონაწილეობდა. პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაცია და შემდეგი მკურნალობა მიმდინარეობდა ან მხოლოდ Merck-ის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის, Keytruda-ს გამოყენებით, რომელიც მკურნალობის ამჟამინდელი სტანდარტია, ან Keytruda-ს და Moderna-ს ვაქცინის კომბინაციით. Moderna-მ თითოეული ვაქცინა თითოეული ადამიანის უნიკალურ დნმ-ს, ანუ გენეტიკური პროგრამის გადამტან მაკრომოლეკულას მოარგო, ავტომატიზებული ლაბორატორიული პროცესის გამოყენებით. კვლევამ დაადასტურა, რომ ჯგუფს რომელიც Moderna-ს ვაქცინას იღებდა, კიბოს რეციდივის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი 44%-ით შეუმცირდა, მხოლოდ Keytruda-ს მიმღებ პაციენტებთან შედარებით.

თუმცა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინის გრძელვადიანი წარმატებულობა ჯერ კიდევ საჭიროებს მეტ დადასტურებას.

"ახლა ჩვენ ონკოლოგიური კომპანია ვართ და უახლოეს მომავალში შესაძლოა ყველაზე მსხვილ ონკოლოგიურ კომპანიად ვიქცეთ,"- განუცხადა Business Insider-ს ბიოტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანცელმა.

ეს კომპანია ცნობილი 2020 წელს გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პირველი ვაქცინა შექმნა კორონავირუსის წინააღმდეგ mRNA ტექნოლოგიის გამოყენებით. სწორედ კორონავირუსის ვაქცინა იყო 2010 წელს შექმნილი კომპანიის პირველი მარეგულირებელი უწყების მიერ დამტკიცებული პროდუქტი. Moderna-ს აღმასრულებელ დირექტორს კიბოს პრეპარატთან დაკავშირებული კვლევები კოვიდის გავრცელების თავდაპირველ პერიოდს აგონებს, როცა კომპანია სწრაფად რეაგირებას და ვაქცინის დაჩქარებულ რეჟიმში შექმნას ცდილობდა.

"ახლა საერთო მტერი კიბოა და ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგია მუშაობს,"- განაცხადა ბანცელმა. მისი თქმით, Moderna-ს mRNA მიდგომა წარმატების ძირითადი საწინდარია. ამ ტექნოლოგიას მწარმოებელი იმისთვის იყენებს, რომ შეაღწიოს იმუნური სისტემის უჯრედებში და მომართოს ისინი იმგვარად, რომ გამოიმუშაონ კონკრეტული პროტეინი ორგანიზმში გავრცელებულ კიბოსთან საბრძოლველად. ბანცელს სჯერა, რომ ამ მიდგომას დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო სამიზნე ბაზარმა შესაძლოა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინისას გადააჭარბოს.

"ეს ისეთივე მასშტაბური მოვლენა იქნება, როგორიც Keytruda-ა, ან კიდევ უფრო მასშტაბურიც,"- დასძინა მან მისი ვაქცინის შედარებისას Merck-ის კიბოს სამკურნალო პრეპარატთან, რომლის გაყიდვებმა 15,5 მილიარდ დოლარს მიაღწია 2022 წლის პირველ 9 თვეში.

Moderna და მისი პარტნიორი Merck საბოლოო ეტაპის კვლევების ჩატარებას მომავალ წელს გეგმავენ. ეს კვლევები შეამოწმებს ვაქცინის ეფექტურობას არა მხოლოდ მელანომასთან, არამედ კიბოს სხვა ფორმებთან მიმართებაშიც. Merck-მა წელს $250 მილიონი გადაიხადა იმისთვის, რომ Moderna-სთან ერთად ემუშავა კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, რითაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა 2016 წელს დაწყებული პარტნიორობა.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სატესტო კვლევების დასრულებას წლები დასჭირდება, რასაც ბანცელიც აღიარებს. შესაბამისად, FDA-ს მიერ ახალი ვაქცინის დამტკიცება და მისი კომერციულ ქსელში ჩაშვება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.


businessformula.ge


თეგები:
moderna



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up