ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას. ამის შესახებ დიპლომატმა ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა.
მისი თქმით, რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო“ და ამან გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.
ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ჩვენ ერთიან მიზნებს ვიზიარებთ, რომ შევუწვიტოთ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას, და ასევე ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ეკონომიკაზე. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით იდგება ხანგრძლივად, რომ დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.