მოემზადე ახალი წლისთვის extra-თან ერთად

მოემზადე ახალი წლისთვის extra-თან ერთად

access_time2022-11-04 15:30:27

თითქოს გუშინ გავაცილეთ მისი უდიდებულესობა ახალი წელი, რომ უკვე კარს 2023 მოგვადგა. მასაც სათანადოდ რომ დავხვდეთ, სამზადისი დროულად უნდა დავიწყოთ.  აჩქარებული ცხოვრების რიტმის გამო, ისე გავა ეს ორი თვე თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ, ამიტომ აქედანვე უნდა ვიზრუნოთ საახალწლო ნივთებზე.

რატომ უნდა ელოდოთ დეკემბერს იმისთვის, რომ ახალი, კიდევ უფრო „ფუმფულა“, მაღალი და ლამაზი ნაძვის ხე შეიძინოთ?

გოზინაყის არ იყოს, ნაძვის ხეზეც შეიძლება არასაახალწლო დღეებში ფიქრი, ჰოდა, ახლა საუკეთესო დროა მის შესაძენად.

ისედაც საცობებით გადატვირთული ქალაქი, საახალწლოდ კიდევ უფრო გადაიტვირთება, მაგრამ თქვენ ამაზე არ იდარდოთ, ფიზიკური მაღაზიების ციფრული პლატფორმა extra.ge-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სახლიდან გაუსვლელად, გემრიელად მოკალათებულ მდგომარეობაში გაძლევთ შოპინგის საშუალებას დღე-ღამის იმ მონაკვეთში, როცა ამისთვის მოიცლით და განწყობაც ხელს შეგიწყობთ, თან ეს ყველაფერი მოხდება საცობების, რიგებისა და ხალხმრავლობის გარეშე.

პროდუქციის მრავალფეროვნება მოწყენის საშუალებას არ აძლევს ექსტრაზე შესულ ადამიანს, რადგან აქ ყველაფერს ნახავთ, რაც გაგიხარდებათ.

ვისაც ნაძვის ხის შეცვლა არ აქვს ამ წელიწადს გადაწყვეტილი, მათ შეუძლიათ ექსტრაზე საახალწლო აქსესუარები შეარჩიონ და გადაახალისონ სადღესასწაულო მორთულობა.


ახალ წელს განსაკუთრებულად უხდება განათებები, რამდენიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, კიდევ ერთის დამატება ზედმეტი არასდროს არ არის, მით უმეტეს, რომ ყოველ წელს ახალ - ახალი დიზაინის, ფერის და ვიზუალის განათებები ემატება საახალწლო ბაზარს.



იმისათვის, რომ მთელს სახლში საახალწლო განწყობა შექმნათ, აუცილებელია ყველა ოთახს ამშვენებდეს ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელი რაიმე აქსესუარი, ან  მოსართავი.


ახალი წლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი „სამკაული“ მაინც ნაძვის ხეა, რომელიც რაც უფრო დიდი და მაღალია, თითქოს უფრო მეტადაა განწყობის მომტანი.


ექსტრაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის და ფასის ნაძვის ხეები, მოცულობისა და სიმაღლის ზრდასთან ერთად იმატებს ღირებულებაც. ფასები 84 ლარიდან იწყება და 1900 ლარამდე ადის. მსურველს შეუძლია, შეიძინოს უკვე მორთული ნაძვის ხე თავისი სათამაშოებით, ან „თეთრ ქურქში გახვეული“ დათოვლილი ნაძვი, სიმწვანის მოყვარულებისთვის მწვანე ნაძვებიც მრავლადაა საიტზე.


კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ექსტრაზე თუ ნაძვის ხეს შეიძენთ მიწოდების უფასო სერვისით ისარგებლებთ მთელი საქართველოს მასშტაბით.


მოემზადეთ ახალი წლისთვის ექსტრასთან ერთად და ხვავი, ბარაქა და სიკეთე ნამდვილად არ მოგაკლდებათ.



(R)


თეგები:
extra



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up