უმსხვილესი შაქრის მწარმოებელის, Suedzucker-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ევროპული შაქრის ფასები მომავალში ზრდას გააგრძელებს, რადგან მწარმოებლებს გაზრდილ დანახარჯებთან და შეფერხებულ მიწოდებასთან უწევთ გამკლავება.
ევროპაში ფერმერებსა და მწარმოებლებს ენერგიის გადასახადები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, მაღალია სასუქის ფასებიც და ამასთან ერთად, ჭარხლის მწარმოებლები ისეთი მცენარეების მოყვანაზე გადადიან, როგორებიცაა მარცვლეული და ზეთოვანი კულტურები, რადგან ახლა მათი წარმოება უფრო მომგებიანია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგად.
ამ ყველაფერმა შაქარი უკვე გააძვირა და ახლა ფასები 4-წლიან მაქსიმუმზეა. გაზრდილმი მოთხოვნა კი ფასებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზარდოს.
„შაქრის ბაზრებზე მიმდინარე დეფიციტის გამო ჩვენ მოველით, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ საკონტრაქტო სეზონამდე“, - ამბობენ გერმანულ კომპანია Suedzucker-ში.
ევროკომისიის ბოლო მონაცემებით, ევროპაში თეთრი შაქრის ფასებმა 446 ევროს ($465) მიაღწია აპრილში, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.