Moet Hennessy რუსეთში შამპანურის ექსპორტს დროებით წყვეტს

Moet Hennessy რუსეთში შამპანურის ექსპორტს დროებით წყვეტს

access_time2021-07-06 19:30:28

Moet Hennessy, რომელიც საფრანგეთის რეგიონ შამპანში ამავე სახელწოდების ცქრიალა ღვინის, ანუ შამპანურის წარმოებას ფლობს, რუსეთში პროდუქციის ექსპორტს დროებით წყვეტს – რუსეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, მას ეტიკეტების გამოცვლა უწევს.

 

კერძოდ, საუბარია 23 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც მცნება „შამპანურის“ უფლებას მხოლოდ რუს მწარმოებლებს ანიჭებს, ხოლო დანარჩენები, მათ შორის ამ სასმელის სამშობლოში დამზადებული პროდუქციის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული „ცქრიალა ღვინო“.

 

რუსეთის ალკოჰოლის ბაზრის კვლევის ცენტრის შეფასებით, რუსეთს უცხოეთიდან წელიწადში საშუალოდ 50 მლნ. ლიტრი შამპანური შეაქვს, Moet Hennessy–ზე ამ მოცულობის მხოლოდ 2% მოდის.

 

ფრანგი მწარმოებლის ინფორმაციით, რუსეთისთვის განკუთვნილ ბოთლებზე მიეწერება „ცქრიალა ღვინო“, რის გამოც ექსპორტი ქვეყანაში დროებით შეწყდება და ეტიკეტების შეცვლის შემდეგ კვლავ აღდგება.

 


კანონის თანახმად, ახალი წესების მიხედვით, უცხოური ცქრიალა ღვინოების მწარმოებლებს დამატებითი სერტიფიკატების მიღება მოუწევთ, რასაც გარკვეული დრო და ლაბორატორიული კვლევები დასჭირდება.  იმპორტიორების ინფორმაციით, განახლებული სერტიფიკატების მიღებას რამდენიმე ათეული მილიონი რუბლი დასჭირდება, თუმცა, ეს ერთჯერადი ხარჯი იქნება.

 

რუსი რითეილერები მიიჩნევენ, რომ საბოლოო ჯამში, ეს რეგულაცია შამპანურის ბაზარზე მდგომარეობას მხოლოდ დროებით შეცვლის, რადგანაც რაც არ უნდა შეუცვალონ სახელი, ყველა მომხმარებელმა იცის, რომ Moet Hennessy არის ნამდვილი შამპანური, მაშინაც კი, როდესაც ეტიკეტზე სხვა რამე წერია – მით უმეტეს, როდესაც „შამპანური“ მხოლოდ რუსული პროდუქტი იქნება, რომლის ხარისხი ფრანგულს ვერც კი შეედრება.

 

მოსკოველი რესტორატორი სერგეი მირონოვი თვლის, რომ შექმნილი ვითარება რესტორნების ღვინის ასორტიმენტს დროებით შეცვლის, თუმცა, ისიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ საბოლოო ჯამში Moet Hennessy–ის ბრენდის მაღალი რეპუტაცია არსად დაიკარგება, და რუსულ შამპანურს კონკურენციას ადვილად მოუგებს.

 

„რუსული ცქრიალა ღვინოების დიდი პატივისცემის მიუხედავად, Moet&Chandon–ის და  Ruinart–ის  მოხმარებელს ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. კარგი რესტორანი ვალდებულია ასორტიმენტში ეს ღვინოები ჰქონდეს“, – ამბობს ის.

 

rbc.ru

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up