„მოგება ვერ აკომპენსირებს ხარჯებს“ - როგორ აისახება სამშენებლო სექტორზე ინდექსაციის სისტემა

„მოგება ვერ აკომპენსირებს ხარჯებს“ - როგორ აისახება სამშენებლო სექტორზე ინდექსაციის სისტემა

access_time2022-05-16 21:00:00

ტენდენცია ფასების ზრდის კუთხით მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ფიზიკურად არ ეყოფათ კომპანიებს რესურსი განახორციელონ პროექტები - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, კომპანია „ინ-სი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ ბიზნესპრესნიუსთან განაცხადა. ამით თოიძე მთავრობის მიერ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.


შეგახსენებთ, რომ სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სისტემა ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.


ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კომპანია „ინ-სი“-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან ამბობს, რომ 7%-იანი ჩამკეტი ინდექსაციის დრო არასაკმარისია და მსოფლიოში მსგავსი პროგრამები ზედა ზღვარის გარეშე ხორციელდება.


მისივე თქმით, მშენებლობაში ჩართული ყველა კომპონენტი გაძვირებულია, ბაზრიდან კი, მუშახელის გადინება ხდება.



„რეალურად, ინდექსაცია საერთაშორისო ბაზარზე არ ითვალისწინებს ჩამკეტს. საერთაშორისო ბაზარზე როცა ინდექსაცია ხდება, არასოდეს არ არსებობს ზედა ზღვარი. ჩვენ კი, სახელმწიფომ დაგვიდგინა ზედა ზღვარი - 7%, რომელიც აბსოლუტრად არასაკმარისია. ეს ვერ შეუწყობს ხელს პირვანდელ მიზანს, სამშენებლო კომპანიების მიერ მშენებლობების დასრულებას. ტენდენცია ფასების ზრდის კუთხით მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ფიზიკურად არ ეყოფათ კომპანიებს რესურსი განახორციელონ პროექტები. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს რეგულირებული ბიზნესი, რომლითაც კომპანიას სახელმწიფოსთან მიმართებით 8%-ზე მეტი მოგება არ უნდა ჰქონდეს, ესეც მაქსიმალური მარჟაა. შესაბამისად, მოგება ვერ აკომპენსირებს ხარჯებს. აქ ვსაუბრობთ მხოლოდ მასალებზე.


გარდა ამისა, ყველა ვხედავთ და საკუთარ თავზე ვგრძნობთ, როგორ გაიზარდა საწვავის ფასი, რომელიც ასევე მშენებლობის ფასწარმოქმნაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალია ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელიც, რაც ხელფასებზე მოქმედებს, ანუ, სამივე კომპონენტი, სამშენებლო მასალებიც, საწვავიც და ხელფასებიც გაძვირებულია. ამ პირობებში როგორ უნდა იყოს რელევანტური 7% ჩამკეტი წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმასაც, რომ სექტორიდან კადრების გადინება მუდმივად ხდება“, - განაცხადა ზვიად თოიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up