არავის დაუნიშნავს პრემიერი იმისთვის, რომ მოგების ნორმები აკონტროლოს - სოსო ბერიკაშვილი  ბანკებისთვის გადასახადების გაზრდაზე

არავის დაუნიშნავს პრემიერი იმისთვის, რომ მოგების ნორმები აკონტროლოს - სოსო ბერიკაშვილი ბანკებისთვის გადასახადების გაზრდაზე

access_time2022-12-05 17:50:32

საბანკო სექტორისთვის გადასახადების გაზრდა საბანკო პროდუქტების ზრდას გამოიწვევს   როგორც „კომერსანტთან“ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, გადასახადის ზრდა მთავრობას მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეუძლია, თუმცა არსებობს გამონაკლისი და ზრდა მხოლოდ 3 წლითაა შესაძლებელი. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური და მას იმავდროულად, საპროცენტო განაკვეთების ზრდის რისკიც ახლავს.


„ეს უფრო პოპულისტური განცხადებაა, ვითომ ბანკებს მაღალი მოგება აქვთ და ეს მაღალი მოგება არ უნდა ჰქონდეთ. არავის დაუნიშნავს პრემიერი იმისთვის, რომ მოგების ნორმები აკონტროლოს, ეს ერთი. მეორე, გადასახადის გაზრდის უფლება არ აქვს არავის, საქართველოს ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“. ეს შესაძლებელია გამონაკლის, დროებით ნორმად, 3 წლის ვადით. სხვა შემთხვევაში გადასახადები, რომ გაიზარდოს რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და ხალხს უნდა კითხონ, გადასახადები გავზარდოთ თუ არაო. ამ პროპაგანდის შემდეგ შესაძლოა ხალხი მაგას დაეთანხმოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცედურა ასეთია.


ახლა რაც შეეხება ეფექტს, გადასახადს უზრდიან და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბანკი მაგის გამო მოიკლებს, ან უნდა მოიკლოს მოგება. ის ამოიღებს ამ მოგებას ისევ იქიდან, საიდანაც იღებდა - მოკლედ, საპროცენტო განაკვეთების გაზრდით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოსალოდნელია და ეს პოპულიზმი დარჩება პოპულიზმად“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.



ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება ხელსაყრელია თვითონ ბიზნესისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის.


„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ბანკებს ვჩაგრავთ და კაი ტიპები ვართ. თან 2024 წელს აპირებენ ამის გაკეთებას და თან საარჩევნო წელია და ამით ისპეკულირებენ“, - აცხადებს ეკონომისტი.


შეგახსენებთ,  დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან.  პრემიერ-მინისტრის თქმით,  ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.  ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up