გეგმური ფასნამატები ვერ იარსებებს, ამ შემთხვევაში კომუნიზმში და ტოტალურ სახელმწიფოში გადავდივართ - შოთა ბურჯანაძე

გეგმური ფასნამატები ვერ იარსებებს, ამ შემთხვევაში კომუნიზმში და ტოტალურ სახელმწიფოში გადავდივართ - შოთა ბურჯანაძე

access_time2023-02-24 20:00:11

ნებისმიერი უხეში ჩარევა ბიზნესთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ ავნებს ეკონომიკას და ავნებს ბიზნესს, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ არჩეული გვაქვს თავისუფალი ეკონომიკა, ამ შემთხვევაში კონტროლი უნდა არსებობდეს კონკურენტული გარემოს შექმნის კუთხით.



„ჩარევას ვერ შევაფასებთ დადებითად. კონკრეტული შემთხვევა, რასაც პრემიერი შეეხო, დიდი გაუგებრობა იყო. რეალურად საიდან წარმოიშობა ფასნამატი, საიდან წარმოიშობა ფასის ზრდა, ამ შემთხვევაში სადისტრიბუციო კომპანიებისკენ ხელის გაშვერა თავიდანვე არასწორი იყო და შემდეგ შეხვედრაზე ეს დამტკიცდა კიდეც. ის ფასნამატი იყო რეალურად რითეილის კუთხით, სადაც სხვადასხვა დიდი მოთხოვნა არსებობს. აქ რაღაც ინსტრუმენტების შექმნა, ვერ მოიტანს ფასის დარეგულირების შედეგს. ეს ბიზნესის გადასწყვეტია“, - აცხადებს ბურჯანაძე. მისი თქმით. გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკების შედეგად უნდა მოხდეს.

 

 

„ეკონომიურ განვითარებას ზუსტად ამ პროცესით მივაღწიეთ, რომ ბევრ სფეროებში კონკურენტული გარემო იქმნება. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კონკურენტული გარემოს შექმნაზე, ზრუნავდეს იმაზე, რომ ვინმემ არ შექმნას კარტელური გარიგებები, ვინმემ არ შექმნას დემპინგური ფასები.

 

 

თუ მე ვფიქრობ, რომ ჩემი პროდუქტი თავისი მომსახურებით, თავისი სერვისით, თავისი გარემოთი ძვირი პროდუქტია და გარკვეულწილად მსყიდველუნარიანი მომხმარებელი მყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მაღალი ფასები მაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პროდუქტი არის გარკვეულწილად მაღალფასიანი. შესაბამისად თუ მას არ ჰყავს შესაბამისი მომხმარებელი, ეს ნიშნავს რომ მე ბიზნესის არასწორი პოლიტიკა მაქვს. ვინც უკეთესად ამას აკეთებს, შესაბამისად მას უკეთესი პირობები გააჩნია, მას უკეთესი ბიზნესის წარმოება შეუძლია.


 

 

სახელმწიფოს დანიშნულებაა კონკურენტული გარემოს შექმნა, ინფრასტრუქტურის შექმნა და ორ პირთა შორის გარკვეული წესების დაწესება, რომელიც რეგულირდება კანონით. რაც შეეხება ფასებთან მიმართებაში რეგულაციებს ეს მიუღებელია. რეგულაცია კეთდება ყველა შემთხვევაში კონკურენციით“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

 

 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, არ არსებობს ისეთი ცნება, რომ სახელმწიფო გეგმური ფასნამატით, ან გეგმური მოგების წესებით არეგულირებდეს სიტუაციას.

 

 

„ის ვერ იარსებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ კომუნიზმში, ტოტალურ სახელმწიფოში გადავდივართ, სადაც სახელმწიფო ადგენს თვითონ ფასებს. ბიზნესი ფასებს ვერ დაუდგენს. სურვილიც, რომ გააჩნდეს ბიზნესს ამას ვერ იზამს. კონკურენცია საერთოდ აღარ იქნება მაშინ და ვერ იქნება მიწოდების შესაძლებლობა. მოგების მარჟების განსაზღვრა სახელმწიფოს არ შეუძლია. დღეს ეს მიდგომა, რომ შენ ეს არ გააკეთო, ამდენი არ მოუმატო, ასე აღარ არის. რეგულაციის სხვა მიმართულებას აძლევ.

 


დღეს რითეილის მთელი სისტემა ჩამოკიდებულია სადისტრიბუციო კომპანიების ხარჯებზე. ეს არის მათი მოგება - შეტანილი საქონლის ბრუნვა და არა მარჟით მოგება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესვლა, რომ თქვენ ეს დაარეგულირეთ - ეს არასწორია. შესაძლებელია წესების განსაზღვრა რომელიც შეიძლება არსებობდეს ორ მხარეს შორის და სახელმწიფო ამ კუთხით ჩაერიოს“,   აცხადებს ბურჯანაძე და მაგალითად რესტორნებისა და „გლოვოს“ და „ვოლტის“ თანამშრომლობის მაგალითი მოჰყავს.

 


„ჩვენს სფეროში არსებობს ორი მიმართულება: ადგილზე მომსახურება და გატანის სერვისი. დღეს გატანის სერვისით საქართველოში არის 2 მომწოდებელი „ვოლტი“ და „გლოვო“, რომლებიც სერვისს უწევენ რესტორნებს. რომელთაც აქვთ ძალიან დიდი მარჟა და დიდი პროცენტი გატანის სერვისზე, დაახლოებით 35%-მდე. ამ შემთხვევაში სარესტორნო ბიზნესი თანამშრომლობს ამ მიმწოდებლებთან და ვისი პრობლემაა მათ რომ 35% აქვთ? ჩემი აზრით 50%-ც, რომ ჰქონდეთ და ითანამშრომლონ ისევ და ისევ რესტორნის პრობლემა იქნება. არ უნდა ითანამშრომლო თუ არ მოგწონს ეს ვითარება, რადგან ის შემდეგ მასთან ფასს დააგდებს, როდესაც მოთხოვნა დაიკლებს. როდესაც თანამშრომლობ ფასი ყოველთვის იწევს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა ვერანაირად ვერ იქნება და ვერ ეტყვის კერძო ბიზნესს, რომ დაუკელი რესტორანს ფასი გატანის სერვისზეო. ამიტომ ვამბობ რომ ეს უნდა გადაწყდეს ორ პირს შორის და სახელმწიფოს ჩარევა შეუძლებელია“, — აცხადებს შოთა ბურჯანაძე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up