მოგზაურობა ილუზიების სამყაროში - ვითიბის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი

მოგზაურობა ილუზიების სამყაროში - ვითიბის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი

access_time2021-09-23 10:55:09

უკვე ორი წელია რაც თბილისში, ბეთლემის 10 ნომერში მდებარეობს სივრცე, სადაც ყველა წესი და სტანდარტი ირღვევა. თბილისის ისტორიულ უბანში მისული ადამიანი ილუზიების სამყაროში იწყებს მოგზაურობას და უცნაურ და საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებს. საქართველოს დედაქალაქი მეთხუთმეტე ქალაქია აღმოჩნდა, სადაც ილუზიების მუზეუმი გაიხსნა. მისი გახსნის იდეა ლადო ჩალათაშვილს ეკუთვნის. ილუზიების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი „კომერსანტთან“ საუბარში ჰყვება, თუ როგორ გაჩნდა იდეა – თბილისში ალტერნატიული გართობის ადგილი შექმნილიყო:


„როდესაც ტურისტული ბიზნესი ჩვენთან აქტიური იყო, სასტუმროს გაკეთება გვინდოდა. მას შემდეგ, რაც ამ მიზნისთვის შენობა მოვიპოვეთ და კვლევები ჩავატარეთ, ვნახეთ, რომ ირგვლივ ძალიან ბევრი სასტუმრო იყო, თუმცა ფულის ხარჯვის დეფიციტი იყო. არ იყო ობიექტები, სადაც ადამიანები მივიდოდნენ და ფულს დახარჯავდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა მუზეუმის გაკეთების იდეა. გამზადებული, 21 ნომრიანი სასტუმრო დავშალეთ და გადავეწყვეთ კერძო სამუზეუმო ბიზნესზე. ძიებაში, თუ როგორი ტიპის მუზეუმი შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, ხორვატიაში ილუზიების მუზეუმი ვიპოვეთ, ვიყიდეთ ფრანშიზა და საქართველოში გადმოვიტანეთ.

 

მუზეუმის გახსნას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ეს გამოხმაურება გამოიწვია არა იმან, რომ მუზეუმში რაღაც უნიკალურია, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ, არა, ამ მუზეუმში რაც კი ვიზუალური ილუზიებია გამოფენილი ეს ყველაფერი ისედაც ნანახი გვაქვს. რაღაცები ფიზიკაში ვისწავლეთ, რაღაცები ინტერნეტში გვინახავს. უბრალოდ ვიღაცამ მოიფიქრა ამ ყველაფრის რეალურ სამყაროში გადმოტანა და ეს ვიზუალური ილუზიები ერთად შეკრიბა. მთელი ხიბლი ამ მუზეუმის არის იმაში, რომ იქ მოსული მშობელი და ბავშვი ერთად ერთობიან. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ყველა იღებს ფოტოს, მარკეტინგულად ეს ყველაფერი შენგან დახმარებასაც კი არ საჭიროებს“, - გვიყვება ლადო ჩალათაშვილი.

 

პროექტი სრულად ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მასში 700 000 დოლარი ჩაიდო. ლადო ჩალათაშვილი ამბობს, რომ ძლიერ და სტაბილურ საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობა სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, მუზეუმის გახსნიდან ექვს თვეში მოლაპარაკებები „ვითიბი“ ბანკთან დაიწყო. სწორი და ადვილი კომუნიკაციის შედეგად მრავალწლიანი თანამშრომლობა დაიწყო:


 

„ბანკისგან კარგი შეთავაზება მივიღეთ, რომელსაც დავთანხმდით. ნებისმიერი ბიზნესისთვის საფინანსო ინსტიტუტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდა ინვესტიციების დაზღვევის და ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით. ბიზნესს, რომელსაც შემოსავალი აქვს და რომელიც აჩვენებს იმ ტენდენციას, რომ წლების განმავლობაში შეუძლია გაუძლოს ბაზრის სხვადასხვა ტურბულენტობას. ასეთ შემთხვევაში ბანკისგან დაზღვევა თუ არ გაქვს ჩათვალე დაღუპული ხარ, რადგან როგორი დიდი ბიზნესიც არ უნდა იყო ქეშის რესურსით თავს ვერ გაიტან“, - განაცხადა ლადო ჩალათაშვილმა.

 

ფინანსური ინსტიტუტისა და ბიზნესთან თანამშრომლობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს „ვითიბი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის სამმართველოს ხელმძღვანელი არჩილ ჩაჩხიანი. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე დგას. ჩაჩხიანის განმარტებით, რაც უფრო მეტად იქნება განვითარებული ბიზნესი სექტორი, ეკონომიკა მით უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ ბიზნესის #1 ქომაგმა, „ვითიბი“ ბანკმა საინტერესო იდეის მხარდაჭერა გადაწყვიტა.


„უკვე ორი წელია რაც „ვითიბი“ ბანკი ბიზნესის #1 ქომაგია, ქომაგობა კი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უზრუნველვყოფ მათ მხარდაჭერას როგორც სესხით ასევე სხვა პროდუქტების სახით. ერთ-ერთი ასეთი ბიზნესი არის ილუზიების მუზეუმი, რომელიც გამორჩეულია იმით რომ არის სტარტაპი. 2019 წელს, როდესაც კლიენტი ჩვენთან მოვიდა პრაქტიკულად იყო მხოლოდ იდეა, შექმნილიყო მუზეუმი სადაც, თავმოყრილი იქნებოდა ექსპონატები სხვადასხვა მუზეუმიდან, რომლებიც ქმნიან ილუზიას. თუმცა, ეს არ არის მარტო ილუზიების მუზეუმი, აქ არის ასევე ჰოლოგრამების მუზეუმი, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. შესაბამისად ყველა სტუმარს შეეძლება ზოგადი განათლება მიიღოს. იდეა იმდენად მომხიბვლელი და ქართული იყო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტი აუცილებლად უნდა დაგვეფინანსებინა.რაც უფრო მეტი ბიზნესი განვითარდება და შექმნის ეკონომიკურ დოვლათს ამ ქვეყანაში მით უფრო განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს ბანკზე. ამ კუთხით ვუყურებთ სიტუაციას და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს არჩილ ჩაჩხიანი.

 

®






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up