მოგზაურობა მწვანე სამყაროში კრისტალთან ერთად

მოგზაურობა მწვანე სამყაროში კრისტალთან ერთად

access_time2021-06-21 16:50:29

„მწვანე დაფინანსებაზე“ მოთხოვნის ზრდისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით კრისტალმა ახალი, ინოვაციური ტექნიკის გამოყენება დაიწყო. 


VR  სათვალეში ვირტუალური რეალობის ვიდეოა ჩაწერილი, რომლის დახმარებით მომხმარებლები საინტერესო და სახალისო გზით მიიღებენ  ინფორმაციას „მწვანე სახლში“ შემავალი პროდუქტების დადებითი მახასიათებლების შესახებ, რაც დაეხმარება მათ ნივთის შეძენისას არჩევანი მათი სარგებლის გათვალისწინებით, სწორედ ენერგოეფექტურ პროდუქტებზე გააკეთონ.


აღნიშნული პროექტი მწვანე ალტერნატივებზე საზოგადოების ინფორმირების კუთხით ერთ-ერთი ინოვაციურია. პროდუქტი მომზადდა კრისტალის პარტნიორის GGF - ის დაფინანსებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარების ცნობიერების ამაღლებას და მოტივაციას, რომ კრისტალის დახმარებით შეიძინონ ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის პროდუქტები.


VR სათვალეების მორგების შემდეგ მომხმარებლები აღმოჩნდებიან „ მწვანე ქუჩაზე“, სადაც ყველა შენობა მწვანე ტექნოლოგიითაა აგებული. ანიმაციის გმირების პირადი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, ისინი მიიღებენ ინფორმაციას თუ რა რაოდენობით კომუნალური ხარჯის დაზოგვაა შესაძლებელი ყოველთვიურად ამა თუ იმ ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროდუქტების გამოყენებით, თუ რა გზითაა შესაძლებელი უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნა, CO2- ის გაფრქვევის შემცირება და დედამიწაზე ზრუნვაში წვლილის შეტანა.



კრისტალის „მწვანე დაფინანსების“ ფარგლებში ფინანსდება ისეთი მწვანე ალტერნატივები, როგორიცაა ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ეკო-მეგობრული სამშენებლო მასალები, განახლებადი ენერგოტექნოლოგიები, გათბობის ენერგო ეფექტური საშუალებები, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომანქანები, CNG სისტემები, სარწყავი სისტემები და სხვა.


„მწვანე დაფინანსების“ მიმართულება ორგანიზაციაში ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. პროექტი გულისხმობს მომხმარებლებისთვის მწვანე ალტერნატივების შეთავაზებას და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებ საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას. ამით კრისტალი ცდილობს საკუთარი წილი პასუხისმგებლობით და მზრუნველობით, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება.


რეალობაზე მორგებულ საკრედიტო შეთავაზებასთან ერთად, „კრისტალი“ ინფორმაციას აწვდის მოხმარებელს მწვანე პროდუქტების ეკონომიური და ეკოლოგიური სარგებლის შესახებ, ხელს უწყობს მწვანე პარტნიორების ქსელის განვითარებას, უბიძგებს მოსახლეობას გონივრული მოხმარებით ენერგიის და ფინანსების დაზოგვისკენ და მოუწოდებს მათ,  გახდნენ უფრო ეკო-მეგობრულები.

 

(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up