თეატრები მთავრობის გადაწყვეტილებას გაუაზრებელს და არაკომპეტენტურს უწოდებენ

თეატრები მთავრობის გადაწყვეტილებას გაუაზრებელს და არაკომპეტენტურს უწოდებენ

access_time2020-09-10 14:15:36

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეტრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებას აპროტესებს სახელოვნებო კომპანია „ღია სივრცე“. ხელოვნების ცენტრში მიიჩნევენ, რომ გადააწყვეტილება არ არის გააზრებული და არ სჯერათ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფრთხეების გაანალიზების შედეგად. სწორედ ამიტომ თეატრი მოითხოვს, რომ გახსნის თარიღი, 1 ოქტომბერი დარჩეს უცვლელად.

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თეატრები და კინოთეატრები დაპირებული თარიღის ნაცვლად, 1-ელ ნოემბერს გაიხსნება. პირველ რიგში, არც ჩვენ, და ვფიქრობთ, არც სხვა თეატრებს არ გვჯერა და არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა გაჟღერებული თარიღი, რაიმე გააზრებულ და გონივრულ გადაწყვეტილებას ეფუძნება. არ გვჯერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფრთხეების გაანალიზების შედეგად და სფეროში მომუშავე ადამიანების ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით. არ გვჯერა, რადგან უკვე დიდი ხანია, კულტურასთან მიმართებაში გადაწყვეტილებები მიიღება არაკომპეტენტური, არა შესაბამისი პირების მიერ. გვაქვს სამინისტრო, რომელიც არ მუშაობს და თავს არ იწუხებს არათუ სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, არამედ საერთოდ, არც ინტერესდება და არც ცდილობს დამოუკიდებელ თუ არა დამოუკიდებელ არისტებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში არსებითი პრობლემების განხილვას და მათი მოგვარების გზების ძიებას.


დამოუკიდებელი სახელოვნებო სექტორი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა სახელმწიფოსგან არათუ დახმარება ან სამოქმედო გეგმა, რეკომენდაციაც კი არ მიუღია სახელოვნებო პროცესების შეჩერების ან აღდგენის შემთხვევაში გასათვალისწინებელი რეგულაციების შესახებ. არავის უკითხავს ან დაინტერესებულა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც, ახლა უკვე მიზერულ შემოსავალსაც ვეღარ იღებენ საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან.


ჩვენთვის დღეს გაცილებით უფრო ცოცხლად დგას ფინანსური კოლაფსის საშიშროება, ვიდრე ოდესმე.


1 ოქტომბრიდან საქმიანობის აღდგენა უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის მცირე იმედს გვაძლევდა, „ღია სივრცემ“ დაგეგმა ღონისძიებები და სამუშაო პროცესი, რაც დამოუკიდებელი კომპანიისთვის არსებობის წყაროა. ახლა კი, როცა თარიღმა ერთი თვით გადაიწია, 1 ნოემბერიც ზუსტად ისევე ბუნდოვნად გამოიყურება, როგორც პირველი ოქტომბერი, რადგან ვიმეორებთ, გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული სფეროში დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა, რათა განხილულიყო სეზონის გახსნის გადავადების შემთხვევაში რა ფინანსური რესურსით და რა ფორმით მოვახერხებდით საქმიანობის გაგრძელებას.


ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენთან მოსული მაყურებლისა თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ყველა ღონისძიება შესაბამის ვითარებაში, შესაბამისი რეგულაციებით იქნებოდა ჩატარებული. მზად ვართ სხვებთან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი კრიზისიდან, ოღონდ არ ვართ თანახმა ვისმინოთ და ვასრულოთ გადაწყვეტილებები ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.



მოვითხოვთ თარიღი 1 ოქტომბერი დარჩეს უცვლელი, გამოიძებნოს პრობლემის მოგვარების გზები კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების ჩართულობით და მოგვეცეს საქმიანობის გაგრძელების უფლება!


ღია სივრცე

#იქდრამაა

#ქვეყანაკულტურისგარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.


პირველ ოქტომბერს თეატრების გახსნას მოითხოვენ სამეფო უბნის თეატრშიც. სადაც მიაჩნიათ, რომ მკაცრი რეგულაციების შემუშავება სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ლოგიკასაა მოკლებული

 

„ჩვენ ვიცით, რომ როგორც წინა, ისევე ეს თარიღიც პირობითია და შესაძლოა, კიდევ მრავალჯერ გადაიდოს თეატრების გახსნა. ასევე, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ძალიან მალე, შეუძლებელი გახდება ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა.

 

ამიტომ, ვითხოვთ, არ შეიცვალოს დადგენილი თარიღები და ყველა რეგულაციის გათვალისწინებით მოგვეცეს მუშაობის საშუალება 1 ოქტომბრიდან.

 

ყველა თეატრი საქართველოში იაზრებს, რომ მაყურებლისა და თეატრის პერსონალის უსაფრთხოება იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, განსაკუთრებით კი დღეს შექმნილ ვითარებაში, ამიტომ მომავალი სეზონი მთლიანად დადგენილი რეგულაციების დაცვით დავგეგმეთ. მოვითხოვთ, სხვა მრავალი დაწასებულების, სფეროს, თუ სექტორის მსგავსად, ჩვენც მოგვეცეს მუშაობის გაგრძელების უფლება.

 

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკასმოკლებული სიმკაცრის რეგულაციების შემუშავებას სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა დაწესებულებები შედარებით თავისუფლად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.

 

მოვითხოვთ, სახელოვნებო ორგანიზაციებთან დიალოგისა და ეფექტური კომუნიკაციის ფარგლებში განიხილოს შექმნილი ვითარება, მოინახოს ამ ვითარებიდან გამოსავალი და დაუყოვნებლივ გადაიხედოს დღევანდელი დადგენილება, რათა 1 ოქტომბრიდან მოგვეცეს მაყურებელთან შეხვედრისა და ჩვენი საქმიანობის აღდგენის უფლება“, - აცხადებენ სამეფო უბნის თეატრში.




თეგები:
ღია სივრცე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up