„მოკრეფა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაჩუქება“ - რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი ფერმერები

„მოკრეფა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაჩუქება“ - რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი ფერმერები

access_time2022-09-07 18:00:00

„ძალიან ძვირი დაჯდა პროდუქტის წარმოება და მივედით იქამდე, რომ მეორე მხრივ, გასაღების მთელი რიგი პრობლემები დახვდა ფერმერებს“,-ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, კოვიდპანდემიის შემდეგ, უკრაინაში ომმა არაორდინალური ვითარება შექმნა, რაც ქართველ ფერმერებზეც ნეგატიურად აისახა. როგორც რატი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, გაძვირდა პროდუქტის წარმოება, საბოლოოდ კი იქამდე მივიდა საქმე, რომ ფერმერს პროდუქტის გაჩუქება უფრო იაფი უჯდება, ვიდრე მისი მოკრეფა.


ცნობისთვის, ზაფხულის განმავლობაში, არაერთმა ფერმერმა განაცხადა, რომ საკუთარ პროდუქტს უსასყიდლოდ გაატანდა მოკრეფის მსურველს.


„ნამდვილად არაორდინალური სიტუაციაა, კოვიდ კრიზისიდან, გადმოვინაცვლეთ უკვე უკრაინის კრიზისზე, რაც დღეს ისევ გრძელდება, სამწუხაროდ. როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ პროდუქტების გასაღებას, ექსპორტს, ან თუნდაც იმპორტს, აქ საქმე გვაქვს იგივე, აგროსაშუალებებთან, იქნება ეს შხამქიმიკატები, თუ სასუქი მასალები, შემოდიოდა ამ ორი ქვეყნიდან. შესაბამისად, ის ომი, რაც მიმდინარეობს უკრაინაში, ძალიან აისახა ქართველ ფერმერზე. სანამ გასაღებამდე მივალთ, პირველი და უმთავრესი ეს გახლდათ წარმოების ხარჯების გაზრდა. მოგეხსენებათ, რომ ფასები კატასტროფულად გაიზარდა, მათ შორის, აგროსაშუალებებზე. დაწყებული შხამქიმიკატებით, დიზელის საწვავი, რომელიც ასევ ძალიან მნიშვნელოვანია, სასუქი, ადამიანური კაპიტალი, რომელიც საკმაოდ დეფიციტური ხდება, არამარტო ძვირია, მისი პოვნაც კი საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით, მოსავლის აღების სეზონზე.



აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ, ძალიან ძვირი დაჯდა პროდუქტის წარმოება და მივედით იქამდე, რომ მეორე მხრივ, გასაღების მთელი რიგი პრობლემები დახვდა ფერმერებს.


რაც შეეხება შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებს, საკმაოდ ბევრი გაიხსნა ბოლო წლებში, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წარმოებაც გაიზარდა. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი პროექტია, მათ შორის, ახალი ჯიშები, რომელიც სწორედ ამაზეა გავლილი, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი დავასაწყობოთ, ამიტომ, ის რაოდენობა რაც არსებობს, არ არის საკმარისი. ამიტომ ხდება ის, რაც ხდება, სამწუხაროდ.


ამ მიმართულებით მეორე პრობლემა, რამაც იჩინა თავი, ეს არის ფასის კორექცია. მოგეხსენებათ, ლარის გამყარება ევროსთან, დოლართან მიმართებით, ხელს უშლის ექსპორტს, ის კულტურები, რომელზეც არის საუბარი, მაგალითად, ყურძენი, ვაშლატამა, ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. აქედან, გამომდინარე, ერთის მხრივ, გამოდის, რომ ფასი შემცირდა, შესაბამისად, იგივე სასაწყობოებში ვერ იხდიან მაღალ ფასს და გამოდის, რომ საბოლოოდ მაინც ფერმერამდე დადის ის დაბალი ფასი, სწორედ მისთვის, მოკრეფა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გაჩუქება“,- განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.


ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up