მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს - მაკრონი ზელენსკის შეხვდა

მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს - მაკრონი ზელენსკის შეხვდა

access_time2022-02-08 19:00:20

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს ევროკავშირის ძალისხმევისთვის დონბასში სიტუაციის დარეგულირებისა და უკრაინის ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.


“ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ მაკრონის ხედვას უკრაინის, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ”, - განაცხადა ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის დამამცირებელ გამონათქვამს მინსკის შეთანხმების შესახებ. “მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო. შესრულება საჭიროა, სხვანაირად არ გამოვა”, - განაცხადა პუტინმა. "არის რაღაცეები, რაზე კამათიც არ შეიძლება - უკრაინა მართლაც მშვენიერია, "ჩემის" შესახებ კი - მეჩვენება, რომ ეს უკვე ზედმეტია", - განაცხადა ზელენსკიმ.


"უკრაინა მომთმენია და ვფიქრობ, ეს სიბრძნეა. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის და რუსებისთვის. ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ესკალაცია მეორე მხრიდან მოდის. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ტერიტორიაზე ვართ. ჩვენი მოთმინება გავლენას ახდენს პროვოკაციებზე, როცა მათ არ ვპასუხობთ, მაგრამ ღირსეულად ვიქცევით. ასე რომ, მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა”, - განაცხადა ზელენსკიმ პუტინის საპასუხოდ.


ემანუელ მაკრონმა პუტინთან მრავალსაათიან დისკუსიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა თითქოს, “ის არ იყო ესკალაციის ინიციატორი, არამედ მხოლოდ რეაგირებას ახდენდა”, ხოლო ბელარუსში არსებულ ვითარება და იქ სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა “ზეწოლითა და დაძაბულობით” გაამართლა. 



საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ახორციელებს ზეწოლას უკრაინაზე, ემუქრება ახალი სამხედრო მანევრებით და აგროვებს ჯარებს საზღვრებზე. თუმცა, რუსეთის ფედერაციის ზეწოლის მიუხედავად, კონფლიქტის მოგვარების პროცესი უნდა გაგრძელდეს.


ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ზად არის, გერმანიასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა სიტუაციის დეესკალაციისთვის. მისი განცხადებით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა მზადყოფნა, იმუშაოს მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. მაკრონმა შეთანხმებებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მოქმედი ინსტრუმენტი უწოდა. 


“ახლა გვაქვს მოლაპარაკებების წინსვლის შესაძლებლობა”, - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში შესაძლებელი იქნება მინსკის შეთანხმებებში “განმარტებების გაკეთება, რომლებიც შეუსაბამობებს აღმოფხვრის”. 


მინსკის შეთანხმებების კომპლექტს ხელი 2014 და 2015 წლებში უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოაწერეს. მისი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ომის დასრულება იყო. მინსკის პროტოკოლის საფუძველზე, შეიქმნა ე.წ. რუხი ზონა მხარეებს შორის და განისაზღვრა, თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა, შეთანხმება არაერთხელ დაირღვა და სამხედრო მოქმედებების შეჩერება ვერ მოხერხდა. შეთანხმების პუნქტებს ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ნეგატიურად აფასებს. 


მაკრონმა დაადასტურა, რომ ნორმანდიული ფორმატის ლიდერების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა ხუთშაბათს, 10 თებერვალს გაიმართება. 


Businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up