მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გააკეთა.
სანდუს თქმით, ქვეყანა მზადაა, მეზობელი უკრაინიდან ათიათასობით ადამიანი მიიღოს.
„ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს, რომლებსაც მოლდოვას დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ“, - თქვა მაია სანდუმ.
სანდუმ აღნიშნა, რომ მან მოიწვია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა, რათა გადაწყვიტოს მთელი რიგი საკითხები კრიზისის ჰუმანიტარული ასპექტის მართვისთვის.