მოლდოვა უკრაინაში შეჭრაში მონაწილე 25-მდე ადამიანს სანქიცებს უწესებს, როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკა პოპესკუსმა თქვა , გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და „ყველა სამართლებრივი ნაბიჯის“ დასრულებას დრო სჭირდება.
„ეს ძირითადად ეხება მოლდოვაში შესვლის აკრძალვას, საბანკო ანგარიშების ან აქტივების დაბლოკვას იმ პირთა, რომლებიც ერთგვარად არიან ჩართულნი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში“, - განაცხადა პოპესკუმ.
იმ პირების ვინაობა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, ჯერჯერობით არ სახელდება.