მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულად შეწყვიტა - ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, მისი თქმით მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს საშუალებას არ მისცემს, რომ ბუნებრივი აირი ზეწოლისთვის გამოიყენოს.
ვიქტორ პარლიკოვმა აღნიშნა, რომ Gazprom დეკემბრიდან გაზს მხოლოდ მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს აწვდის. მან ასევე განაცხადა, რომ მოლდოვამ გაზი შესაძლოა EBRD - ის 318 მილიონი დოლარის კრედიტის წყალობით მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ დნესტრისპირეთს „გაზპრომისგან“ მიღებული გაზის საფასური არასდროს გადაუხდია.
პარლიკოვის თქმით, „გაზპრომი“ ოკუპირებულ რეგიონს ამის საშუალებას 30 წლის მანძილზე აძლევდა, რადგან კონტრაქტის შეჩერება რეგიონის ჩამოშლას გამოიწვევდა. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დავალიანებას კი „გაზპრომი“ შანტაჟით პასუხობდა.