მოლდოვამ თავი დააღწია რუსეთის მიერ მიწოდებულ გაზზე დამოკიდებულებისგან. როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ მოლდოვა საწვავს სახელმწიფო კომპანია ენერგოკომისგან შეისყიდის.
„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მარჯვენა სანაპირო არ მოიხმარს „გაზპრომის“ მიერ მიწოდებულ გაზს. გასული წლიდან ჩვენ დავდეთ პირობა, რომ რეზერვებს გავაკეთებთ და ალტერნატივებს ვიპოვით, რათა შევაჩეროთ ერთ წყაროზე დამოკიდებულება. ჩვენ ეს მოვახერხეთ“, - წერს სპინუ ტელეგრამის არხზე.
საგანგებო სიტუაციების კომისიამ (ECS) გადაწყვიტა, რომ „მოლდოვაგაზი“ დეკემბერში „ენერგოკომის“ სახელმწიფო საწარმოდან დაახლოებით 100 მილიონი მ³ გაზს შეისყიდის, წინასწარი საშუალო ფასით 1108,61 აშშ დოლარი 1000 მ³-ზე. ამ თანხაში შედის გაზის ყიდვისა და ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯები. გარდა ამისა, წერს სპინუ, მოლდოვის მთავრობა გააგრძელებს გაზის მარაგების გაზრდას უახლოეს თვეებში. მან ასევე პირობა დადო, რომ მომხმარებლისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება.