მოლდოვაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. კიშინიოვში, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი ქუჩაში მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა.
მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამ საპროტესტო აქციის ჩატარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა 3 დეკემბერს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის, ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს, კონტროლი პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა.
სანდუს და მისი მომხრეების აზრით, კანონის მიღების მიზანი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და პარლამენტის უფლებამოსილების გაფართოება. როგორც ცნობილია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სანდუს მეტოქის იგორ დოდონის მომხრეებს აქვთ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოლდოვაში 15 ნოემბერს გაიმართა, რომელშიც მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57.75 %-ით გაიმარჯვა, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი არჩევნებში ხმების 42.25% მოიპოვა.
Ipn.ge