მოლდოვის სადაზღვევო კომპანიების ბროკერები აცხადებენ, რომ 2023 წელს გაზაფხულის ყინვებისგან ალუბლის, ბლის, გარგარისა და ატმის ბაღების სადაზღვევო ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობა გასულ წელთან შედარებით 1,5-2-ჯერ შემცირდა. . მთავარი მიზეზი სასოფლო-სამეურნეო რისკების სუბსიდირებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობაში ადმინისტრაციული შეზღუდვით გამოწვეული ცვლილებებია, რომელიც ძალაში გაზაფხულზე შევიდა - აღნიშნულ ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზღვეულის დავალიანება სადაზღვევო კომპანიების შენატანებზე 2023 წლის დასაწყისიდან შესაძლოა იყოს მათი სადაზღვევო ფონდისა და საწესდებო კაპიტალის ოდენობის მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტი. სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული ამ ლიმიტების გადაჭარბებამ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას მათ ფინანსურ ბაზრის ეროვნულ კომისიაში.
ამავდროულად ხშირად წარმოიქმნება დიდი დავალიანება, რადგან სუბსიდიები (ანაზღაურება სადაზღვევო პრემიის 70%-ის ოდენობით) სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისა და სოფლის ტერიტორიების სუბსიდირების ეროვნული ფონდიდან სადაზღვევო კომპანიებს დიდი დაგვიანებით გადაეცემა.
სწორედ ამ მიზეზით ამ მიზეზით, სადაზღვევო კომპანიებმა თავიანთ ბროკერებს 2023 წლის პირველ კვარტალში გაზაფხულის ყინვებისგან მოსავლის დაზღვევის ჯამურ ოდენობაზე მკაცრი ლიმიტები დაუწესეს. ამ პერიოდში ძირითადად საადრეო ხეხილის ბაღებია დაზღვეული.