მოლდოვას რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომლის ორგანიზებასაც რუსულ დაჯგუფება Killnet-ს მიაწერენ. „უკრინფორმის“ მიხედვით, ამის შესახებ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური იუწყება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება შეტევას ახორციელებს ქვეყნებზე, რომლებიც, მათი აზრით, უკრაინას უჭერენ მხარს.
„დაჯგუფებამ მსგავსი შეტევები განახორციელა სამთავრობო გვერდებზე, ევროკავშირის ქვეყნებზე და ნატოს ვებინფრასტრუქტურაზე, ბოლო დღეებში კი შეეტევა განხორციელდა რუმინეთის სახელმწიფო ორგანიზაციებზე“, - განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.
მათივე განცხადებით, პასუხისმგებელი ორგანოები შეტევების მოსაგერიებლად და შედეგების მინიმიზებისთვის აუცილებელ ზომებს იღებენ.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"