„ისთ ფოინთის ბრუნვა პოსტპანდემიურ მდგომარეობას დაუბრუნდა, თუმცა ეს მხოლოდ მყიდველების მატებით ან მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის ზრდით არ არის გამოწვეული, გაზრდილ ფასებს და ინფლაციასაც უკავშირდება“, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძე განუცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრში, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკურებით დეკემბრის თვეში.
„ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. ძალიან აქტიური და ფინანსურად კარგი დეკემბერი გვქონდა. პანდემიის შემდეგ ვხედავდით, რომ რითეილ სექტორში პრობლემები იყო საქონელთან მიმართებაში, მაგრამ ახლა დახლები სავსეა, პროდუქციის სწორი და ვფიქრობ, კარგი რაოდენობა არის წარმოდენილი. გადავლახეთ რთული პერიოდი და აქტიურად მივდივართ წინ.
ზუსტი სტატისტიკის დასახელება რთულია, თუმცა ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მომხმარებელთა რაოდენობა, განსაკუთრებით უცხოელი ვიზიტორების კუთხით“, — აღნიშნა თეიკო ლომინაძემ.
მისი თქმით, ბაზარზე გაზრდილია მოთხოვნა გასაქირავებელი ფართების კუთხითაც და ამ დროისთვის „ისთ ფოინთში“ თავისუფალი იჯარის ფართი აღარ არის.