„უარყოფითი მოლოდინები აისახა გაცვლით კურსში, მოსალოდნელია, რომ სიტუაცია აღარ გაუარესდეს“ - გვენეტაძე

„უარყოფითი მოლოდინები აისახა გაცვლით კურსში, მოსალოდნელია, რომ სიტუაცია აღარ გაუარესდეს“ - გვენეტაძე

access_time2022-03-09 19:35:43

მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის უკვე მაშინვე იწყებს მუშაობას და მაშინვე ისახება კურსში. რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.


მისივე თქმით, ლარი არ ყოფილა ერთადერთი ადგილობრივი ვალუტა, რომელმაც გაუფასურება განიცადა.


„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ქმედებებმა შექმნა მოლოდინი ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესების შესახებ. სწორედ ამ მოლოდინმა, რამაც შეიძლება, გააუარესოს სიტუაცია, შექმნა დაძაბულობა გაცვლით კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რეგიონში სიტუაცია არ არის კარგი, ზუსტად კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება ეს მოვლენები და პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია, თუმცა გარკვეულ დონეზე იქნება საექსპორტო შემოსავლების, გადმორიცხვების შემცირება, ტურისტული შემოსავლების შემცირება ჩვენი ორი პარტნიორი ქვეყნიდან.


ზუსტად ამაზე იყო გაცვლითი კურისის რეაქცია, ანუ ის დადებითი მიმართულებები, რაც ომამდე იყო შეიცვალა უარყოფითი მოლოდინებით. მოგეხსენებათ, როგორ დადებითად მიმდინარეობდა კურსთან დაკავშირებით განვითარებები. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცურავ გაცვლით კურსს აქვს თვისება, როდესაც რაიმე მოლოდინები არსებობს, ის მაშინვე იწყებს მუშაობას და მაშინვე ისახება კურსში. ის რისკები, რაც ახლა არის შეფასებული, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე უკვე ასახულია გაცვლით კურსში. ლარი ნამდვილად არ ყოფილა ერთადერთი ადგილობრივი ვალუტა, რომელმაც გაუფასურება განიცადა. ჩვენ თუ ავიღებთ ჩეხურ კრონას, პოლონურ ზლოტს, სომხეთის ვალუტას, ეს ვალუტებიც გაუფასურდა. ასე რომ, მოლოდინები, რომ გარკვეული დანაკლისი ექნება ეკონომიკას, აისახა გაცვლით კურსში.



ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, დღესდღეობით უკვე გარკვეულწილად სრულად არის ასახული. ამ დროს ყველაზე კარგია, რომ მოლოდინს, რაც არსებობს, ყველაზე კარგად უმკლავდება მცურავი გაცვლითი კურსი, ეს არის ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი, რაც გულისხმობს, რომ ის თავიდანვე იღებს იმ რისკებს, თავიდანვე აკეთებს ამ შოკის აბსორბციას. ვთქვათ, შემდეგში მეტად თუ გაუფასურდება ვალუტა, მაგრამ მომავალში მოსალოდნელია, რომ სიტუაცია აღარ გაუარესდეს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ის უკვე გამყარებას დაიწყებს ან მეტად შეიცვლის თავის წონასწორულ მდგომარეობას. ვთქვათ, უფრო ცუდ შემთხვევაში, მაგალითად, თუ გაუარესებული იქნა სიტუაცია, უკვე დიდი ნაწილი ასახული იქნება და კორექტირებას სულ ცოტა დასჭირდება.


მთავარია, რომ მოლოდინი, რაც არსებობს, გარკვეულწილად უნდა აისახოს. თუ თავიდანვე დასახული იქნა მიზანი, რომ ასეთი გაუარესებული სიტუაციის დროს საერთოდ მოძრაობა არ ჰქონდეს გაცვლით კურსს, ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაიწყებს რისკების დაგროვებას და შემდეგ აუცილებელი იქნება გაცილებით დიდი გაუფასურება. აქედან გამომდინარე, მოლოდინებს ყველაზე კარგად ისრუტავს მცურავი გაცვლითი კურსი.


რაც შეეხება ინტერვენციებს, ხშირად სახელდება ინტერვენციები, რომ მათი საშუალებით შეიძლება ამ პროცესის შეჩერება. უნდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც ასეთი გაუფასურების მოლოდინია, შეუძლებელია ამასთან ბრძოლა, გარკვეულწილად უნდა მოხდეს ვალუტის კურსის კორექტირება. არის სიტუაცია, როდესაც ინტერვენცია ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია. ეს ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up