მოლოდინების მიუხედავად საკვებზე ფასი გლობალურად დაეცა

მოლოდინების მიუხედავად საკვებზე ფასი გლობალურად დაეცა

access_time2022-08-23 15:00:03

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 6 თვის თავზე ინფლაციური შოკი კვლავ გრძელდება. ამას გარდა რუსეთის მხრიდან მიწოდების შეფერხების გამო ბუნებრივ აირზე ფასი კვლავ გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად მარცვლეულის და ზეთის ფასები, რომელიც კვების რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტებია ომამდელ ნიშნულს უბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Economist ავრცელებს.


რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის, ხორბლის და ზეთის ერთ-ერთ უდიდესი ექსპორტიორები არიან, ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ თებერვალსა და მარტში ექსპორტის  შეფერხების  შიშით ამ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

 

გასულ კვირას ხორბლის ფიუჩერსის ფასმა დეკემბერში ჩიკაგოში გადაზიდვისთვის ერთ ბუშელზე 7,70 დოლარი შეადგინა, რაც გაცილებით დაბალია სამი თვის წინანდელ 12,79  დოლარზე. სიმინდიც ფასიც ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. რაც შეეხება პალმის ზეთს, მისი  ფასი არა მხოლოდ  ომამდე  მაჩვენებელზე, არამედ მის ქვემოთაც ჩამოვიდა.

 





გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შუამავლობით გაფორმებული ბოლო  შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ოდესის პორტის დატოვების საშუალებას აძლევს, მცირე წვლილი მიუძღვის ფასის შემცირებაში, რადგან ის ივლისის ბოლოს, ფასების კლების შემდეგ დაიდო. აშშ-ის  სოფლის მეურნეობის  დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ რუსული მეურნეობები, რომლებიც  არ  შეფერხებულან 2022-2023 წლებში 38 მლნ  ტონა ექსპორტს  განახორციელებენ,  რაც წინა  წელთან  შედარებით  2 მილიონი  ტონით მეტია.

 

დეფიციტზე წუხილი  შესაძლოა  თავიდანვე  გადაჭარბებული იყო, Renaissance Capital - ის წარმომადგენელი ჩარლზ რობერტსონი  თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მარცვლეულით მოვაჭრეები ზედმეტად იყვნენ  აღელვებულები და არასწორად აჯგუფებდნენ ნავთობისა და გაზის გრძელვადიან შეფერხებას და საკვებს მიწოდების ნაკლებად სავარაუდო  გახანგრძლივებულ შეფერხებას.  ”ხორბლის გლობალური მარაგი უკიდურესად მაღალი იყო, - აღნიშნავს რობერტსონი.

 

ისტორიული სტანდარტებით ფასები ომამდეც ძალიან მაღალი იყო და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ის აღარ  გაიზრდება. გვალვები მსოფლიოს უმეტეს  ნაწილზე მოსავლიანობაზე გავლენას მოახდენს. გარდა ამისა  აღსანიშნავია, რომ სასუქები კვლავაც  ძვირია.  ამჟამად  მათი  ფასი   ტონაზე 680 დოლარს  შეადგენს, აპრილის შუა  რიცხვებში მისი  ფასი  ტონაზე  - 955 აშშ დოლარი იყო,  თუმცა  დღეს არსებული ფასი ერთი  წლის  წინანდელ ფასს  მნიშვნელოვნად  აღემატება  . 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up