მოლოდინი გვაქვს, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გავაფართოვებთ კარგოს მიმართულებას - მარიამ ქვრივიშვილი

მოლოდინი გვაქვს, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გავაფართოვებთ კარგოს მიმართულებას - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2022-12-13 15:15:13

მთავრობა საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა გამტარუნარიანობის ზრდის პარალელურად, საჰაერო სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის ზრდის გეგმასაც ამუშავებს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აეროპორტებში კარგო ტერმინალების განვითარება იგეგმება.

მსგავსი მომსახურება ქვეყანაში არსებული სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ერთს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, სახელმწიფოს აქვს გეგმა და მიზანი, რისი მიღწევაც მოკლე ვადებში სამივე საერთაშორისო აეროპორტში სურს  და ეს გეგმა და მიზანი გამტარუნარიანობის ზრდაა.

„მე ვისაუბრებ იმ გეგმებზე, რაც ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ სტანდარტების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებს სჭირდება. კარგად გვესმის, რომ ტურიზმი და ავიაციის ინდუსტრია ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიებია ჩვენს ქვეყანაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს - საავიაციო თუ ტურისტული, კვალდაკვალ მიყვებოდეს, ან უსწრებდეს განვითარების ტემპს, რომელსაც ჩვენ ვქმნით ერთობლივი ძალებით კერძო სექტორთან ერთად, ორივე სექტორში.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტურისტულ საავიაციო ინფრასტრუქტურაში საერთაშორისო აეროპორტებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენი მოლოდინი, სურვილი და მიზანია, რომ სამივე საერთაშორისო აეროპორტი იყოს საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების მქონე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც შიდა და საერთაშორისო მგზავრებს გააჩნიათ.


მოლოდინი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ და გავაფართოებთ იმ საოპერაციო არეალს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, როგორიც არის კარგოს მიმართულება. ვხედავთ, რომ ძალიან სწრაფია ტვირთების გადაზიდვის ბიზნესის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობები ჩვენ სამივე საერთაშორისო აეროპორტში შევქმნათ. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამტარუნარიანობა იმისათვის, რომ თითოეულმა აეროპორტმა შეძლოს და გაატაროს მეტი მგზავრი ტერმინალში, ასევე მეტი რეისი მივიღოთ და იგივე შეეხება საჰაერო ტვირთების გამტარუნარიანობის გაფართოებას.

ჩვენ გვაქვს გეგმა და მიზანი, რისი მიღწევაც ჩვენ მოკლე ვადებში გვინდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ამ გეგმისა და პროპორციის მიხედვით, დაახლოებით წარმოდგენილია ის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც შეიძლება დასჭირდეს აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ,  გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოლოდინია.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up