„მოლოდინი, რომ ბაკურიანში ჩემპიონატის დროს აპარტ-ოტელები სრული დატვირთვით იმუშავებდნენ, არ გამართლდა“ - გეგა სალუქვაძე

„მოლოდინი, რომ ბაკურიანში ჩემპიონატის დროს აპარტ-ოტელები სრული დატვირთვით იმუშავებდნენ, არ გამართლდა“ - გეგა სალუქვაძე

access_time2023-03-01 10:00:37

„აპარტოტელების მხრიდან იყო მოლოდინი, რომ ბაკურიანის ჩემპიონატის დროს სრული დატვირთვით იმუშავებდნენ და ადგილი აღარ ექნებოდათ, შესაბამისად ფასიც მაღალი იყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა  და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ განუცხადა. სალუქვაძის თქმით, მიუხედავად  იმისა, რომ ჩემპიონატი კარგად მიმდინარეობს, დამსვენებლების ნაკლებობა მაინც შეინიშნება, რისი მიზეზიც შესაძლოა არასტაბილურობა და სეზონის დასაწყისში ნაკლები თოვლი გახდა.

 


„მიუხედავად ჩემპიონატისა, დამსვენებლების ნაკლებობაა. ეს მარტო  ბაკურიანს არ ეხება, ზოგადად იმდენად  არასტაბილურად  დაიწყო სეზონი და იმდენად უნალექობა იყო, რომ იმ რაოდენობის დამსვენებელი, რასაც ბაკურიანი და გუდაური მიჩვეულია, წელს  არ ჩამოსულა. თუმცა ჩემპიონატს ბევრი უცხოელი ესწრება და ყველაფერი ძალიან კარგად და  მაღალ დონეზე  მიმდინარეობს.

 


ზოგადად კურორტებზე მცირე ბიზნესების პრობლემა ქაოტური  მშენებლობებია, ძალიან ბევრი ობიექტია და რა თქმა უნდა, არაფრის მოთხოვნა-მიწოდება არ იზომება. ჩვენ  სულ ვიძახით, რომ უნდა ტარდებოდეს კვლევა, თუ  დავინახავთ, რომ ტურისტების და  დამსვენებლების რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ამის  შემდეგ უნდა გაიცეს ობიექტის მშენებლობის ნებართვა, ასეთია მსოფლიო პრაქტიკა,“ - აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.


 

 

სალუქვაძის თქმით, ჩემპიონატის  მიზანია, რომ ქვეყანამ  სათხილამურო  რუკაზე თავი დაიმკვიდროს და მსგავსმა ღონისძიებებმა ქვეყანას პოპულარიზაცია მოუტანოს, თუმცა მისივე თქმით. როდესაც ტურისტი ჩამოვა მას ქაოსი აღარ უნდა დახვდეს, რომ მეორედ ჩამოსვლა მოუნდეს.



„უცხოელი  ტურისტი, რომ  ჩამოდის და აქ  ასეთ ქაოსს  ხედავს, მეორედ აღარ დაბრუნდება, ჩვენთვის  ჩემპიონატი  მნიშვნელოვანია იმ კუთხით. რომ მსოფლიო რუკაზე საქართველომ. როგორც სათხილამურო ქვეყანამ ისე დაიმკვიდროს თავი, ამ კუთხით ქვეყნის  პოპულარიზაცია  შთამბეჭდავია,  ყველაფერი მიმზიდველი  და მომხიბვლელია, მაგრამ  როდესაც  ამ პიარის  შემდეგ ტურისტი საქართველოში ჩამოვა და ამ  ქაოსს  ნახავს, აღარ მგონია, რომ მეორედ ჩამოსვლა მოუნდეს,“ - აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up