მომატებულმა ინფიცირების მაჩვენებელმა ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალიანობა რამდენიმე მილიონით გაიზარდა

მომატებულმა ინფიცირების მაჩვენებელმა ჯანმრთელობის დაზღვევის ზარალიანობა რამდენიმე მილიონით გაიზარდა

access_time2022-01-27 12:00:41

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა ახალ პიკს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „ომიკრონი“ თავისი მიმდინარეობით სეზონურ გრიპს დაემსგავსება, თუმცა ფაქტია, სამედიცინო სექტორზე დატვირთვა დღითიდღე იზრდება. გამონაკლისი არც სადაზღვევო სფეროა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ მოქმედებს მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაზღვევაზე, გაიზარდა თუ არა გაცემული პოლისების რაოდენობა და როგორია სექტორის ფინანსური მაჩვენებლები.

 

 „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამთა ყიფიანი აცხადებს, რომ ასეთი მაღალი მომართვიანობა არცერთი შტამის დროს დაფიქსირებულა. მისი თქმით, კომპანია ყოველდღიურად  ამატებს ოჯახის ექიმებს, რათა ყველა დაზღვეულის მომსახურება შეძლონ.

 

„დაზღვეულების მომართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი, ასეთი მაღალი დონე არცერთი ტალღის დროს არ დაფიქსირებულა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე დაზღვეულთა მომართვიანობა სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარე რესურსები გავაორმაგეთ როგორც ქოლცენტრში, ისე სხვა მომსახურების მიმართულებით.  ომიკრონის სიმპტომები კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით იმდენად მარტივია, რომ შეიძლება ოჯახის ექიმის ერთი ზარიც საკმარისი აღმოჩნდეს მკურნალობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები გავაორმაგეთ, ვცდილობთ რომ ყველას მოვემსახუროთ, თუმცა ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს დაკავშირებას, ამიტომ დავამატეთ პორტალი და ფეისბუქის მესენჯერით ვცდილობთ მივწვდეთ ამ ადამიანებს. მოლოდინი გვაქვს, რომ პიკური პერიოდი გადაივლის და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება“,  - განაცხადა თამთა ყიფიანმა.

 

თამთა ყიფიანი გვიყვება, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ადამიანები მიხვდნენ, რომ მათ ჯანმრთელობის დაზღვევა სჭირდება, ამიტომ, მისი თქმით, როგორც კორპორაციულ ისე ინდივიდუალურ სეგმენტში გაყიდვები მცირედით გაიზარდა.


 

„პანდემიის დასაწყისში, ჯანმრთელობის დაზღვევაში მომგებიანობა გაიზარდა, რადგან ადამიანები გარეთ არ გადიოდნენ, შესაბამისად დაზღვევას არავინ იყენებდა. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, დაზღვევის გამოყენება მაქსიმალურად დაიწყეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარალიანობა რამდენიმე მილიონით გაიზარდა. ამ სეგმენტში ჯერ-ჯერობით ვითარება არ დასტაბილურდება, რადგან პოსტკოვიდურ გამოკვლევებს ბევრი ადამიანი იტარებს და ზარალიანობის ტენდენცია კიდევ გაგრძელდება, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ომიკრონის შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდება“, - ამბობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

 

ჯანმრთელობის დაზღვევაში ზარალიანობა რომ გაზრდილია, ადასტურებს „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. მისი თქმით,ზარალიანობა გაზრდილია ერთის მხრივ ინფლაციის და მეორე მხრივ კოვიდის მართვის მხარდაჭერაში გაღებული პირდაპირი თუ ირიბი ადმინისტრაციული დანახარჯების ზრდის გამო. მიხეილ ჯაფარიძე ამბობს იმასაც, რომ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცემული პოლისების რაოდენობა 9-10%-ით გაიზარდა.

 

„ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა სტაბილურია და მცირედით მზარდიც კი. მნიშვნელოვანი გამოწვევაა პანდემიის გამო პირველადი ჯანდაცვის რგოლის სერვისების დროულად მიწოდება დაზღვეულებისთვის, რადგან შემთხვევების მატების გამო არის მომსახურების მიწოდებაზე ძალიან დიდი დატვირთვა. გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინი მხოლოდ პესიმისტურია, ველოდებით სისტემის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას, რაც უკიდურესად საყურადღებოა, რათა არ მოხდეს მომიჯნავე სერვისების პარალიზება“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up