„მომავალ წელს რუსეთში ფული აღარ იქნება“ - რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა

„მომავალ წელს რუსეთში ფული აღარ იქნება“ - რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა

access_time2023-03-02 16:00:25

რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა მიიჩნევს, რომ 2024 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფული აღარ იქნება“. ამის შესახებ დერიპასკამ 2 მარტს კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.


სახელმწიფო კაპიტალიზმი... არის გზა არსაით. მე შიშით ვუყურებ იმ რესურსებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ალბათ უსარგებლოდ დაიხარჯა. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო მილიარდები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ანგარიში უკვე ტრილიონებს აღწევს. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ კონკურენტული გარემოთი დარეგულირებული საკითხები (დაეხმარება ქვეყანას) ... მომავალ წელს ფული აღარ იქნება,- განაცხადა მსოფლიოში სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებლის, RUSAL-ის ერთ-ერთმა თანამფლობელმა.

 
დერიპასკა აცხადებს, რომ რუსეთს უცხოელი ინვესტორები სჭირდება

 
უცხოელი ინვესტორი შეხედავს, როგორ შოულობს რუსი ინვესტორი, რა პირობები აქვს. თუ ჩვენ არ შევქმნით ამ პირობებს და ვერ უზრუნველვყოფთ ჩვენი ბაზრების მიმზიდველობას, მხოლოდ ვიოცნებებთ და 2033 წელს იგივე სიტყვებს ვიტყვით, - განაცხადა რუსმა ბიზნესმენმა.


10 მარტიდან, აშშ-ში ძალაში შევა რუსეთიდან ალუმინის იმპორტზე დაწესებული 200 პროცენტიანი გადასახადი, რის გამოც შესაძლოა სრულად შეჩერდეს ამერიკულ ბაზარზე რუსული ლითონის მიწოდება.

 
2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დერიპასკა სანქციების რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა - რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ბრალდების ინფორმაციით, ოლიგარქი ქვეყნის ტერიტორიაზე იყენებდა ქონებას, მისი პარტნიორი კი ორჯერ იმყოფებოდა აშშ-ში შვილების გასაჩენად. ამ საქმეზე მისი ერთ-ერთი სავარაუდო თანაშემწეც დააკავეს.


 
დერიპასკა რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა 2022 წელს მისი ქონება 1,7 მილიარდ დოლარად შეაფასა. დერიპასკამ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალი 7,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის უარყოფს მის წინააღმდეგ ბრალდებებს და აშშ-ის სანქციების სიაში შეყვანა სასამართლოში გაასაჩივრა.


radiotavisupleba.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up