თურქეთმა წელს უცხოელი ტურისტები პროგნოზს გადახედა და ის 50 მლნ-დან 51,5 მლნ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი მიზნები 2022 წლის ბოლოსთვის - ეს არის 51,5 მილიონი ტურისტი და 46 მილიარდი დოლარი ტურიზმიდან შემოსავალი“, - განაცხადა მინისტრმა.
ნეჰნედ ბური ერსოის თქმით, თურქეთი მომავალ წელს 60 მილიონ უცხოელ ტურისტს და 56 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის.