საქართველოს მთავრობა 2012 წლის შემდეგ ზრდის და ავითარებს სოფლის მეურნეობას და მომავალი წლის ბიუჯეტიც არის ამის დადასტურება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ მუდმივად, ყოველ წელს ვზრდით პროექტებს. ვინარჩუნებთ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ყოველწლიურად ემატება ახალი პროექტები. იზრდება ერთის მხრივ, როგორც მიმართულებების განვითარება, ხოლო მეორე მხრივ იზრდება პროექტების მოცულობა. მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია აგროკრედიტის პროცენტის თანადაფინანსებისთვის 200 მილიონი ლარი. ეს ნიშნავს, რომ არსებული პორტფელი სოფლის მეურნეობაში, რომელიც მაქსიმუმ 50 მილიონი ლარით განისაზღვრებოდა 2023 წელს მინიმუმ 2 მილიარდი იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
წყარო: imedinews.ge