ევრო შესაძლოა გამყარდეს და მისმა კურსმა მომავალი წლის ბოლოსთვის 1,10 დოლარს გადააჭარბოს, მიიჩნევენ Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები ალან რასკინი და ჯორჯ სარაველოსი.
ევროს ამ დონემდე აწევა შეიძლება მოხდეს გეოპოლიტიკურ გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეც, თუ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) დაიწყებს განაკვეთების შემცირებას 2023 წლის მეორე ნახევარში, ხოლო ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს, - ციტირებს Bloomberg-ი ანალიტიკოსებს.
„თუ ეს მოხდება, მონეტარული პოლიტიკის ასეთი განსხვავება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ევრო/დოლარის წყვილმა, გეოპოლიტიკური ცვლილების გარეშეც, 2023 წლის ბოლოს მიაღწიოს მინიმუმ 1,1 დოლარს“, - წერენ ისინი.
უკრაინაში სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემთხვევაში, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები მზად იქნებიან გაზარდონ თავიანთი პროგნოზები ევროზე მომავალი წლის ბოლოს მინიმუმ 5 ცენტით.