მომავალი წლის თებერვლიდან საფრანგეთში ავტომაგისტრალებით სარგებლობის საფასური გაიზრდება. თუმცა, ფასიანი გზის ოპერატორები მომხმარებლებს საგზაო მოსაკრებლებზე ფასდაკლებებს სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაციას actu-transport-logistique.fr ავრცელებს.
საფრანგეთის ავტომაგისტრალებზე გზის საფასურის 4,75%-იანი ზრდა 2023 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, 2 დეკემბერს გაიმართა ეროვნული საგზაო ქსელის მომხმარებელთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობაში ჩართულმა კომპანიებმა განაცხადეს ტარიფების წინასწარი ცვლილებების შესახებ.
სხვა საკითხებთან ერთად, გამოცხადდა, რომ Vinci Autoroutes, APRR Area და Sanef-SAPN საგზაო ქსელების მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ 40%-იანი ფასდაკლება, თუ ერთი თვის განმავლობაში ერთი და იგივე მარშრუტზე ორივე მიმართულებით ათჯერ იმგზავრებენ. გარდა ამისა, 2023 წლის განმავლობაში ელექტრომობილების მფლობელებისთვის 5%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ყველა მგზავრობაზე.