„მომავალი  წლისთვის ინფლაციასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ რჩება“ - ლაშა ქავთარაძე

„მომავალი წლისთვის ინფლაციასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ რჩება“ - ლაშა ქავთარაძე

access_time2022-12-29 23:00:36

Galt&Taggart - ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ 2022 წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო ისეთი პოზიტიური ეკონომიკური აქტივობა. ეკონომისტმა ხაზი გაუსვა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშპ - ს მიმართ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას და მთავრობის ვალის კლებას.


ლაშა ქავთარაძე წლის გამოწვევად ინფლაციას და ფასების მაღალ დონეს ასახლებს, თუმცა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ინფლაცია  არა მარტო  2022 წლის, არამედ  გასული წლების  გამოწვევაც იყო.

 

„ინფლაციის მიზნობრივი თარგეთი 3% - ია, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოში ინფლაცია 3% ზე ბევრად მაღალია. არსებობს გარკვეული ჯგუფები, რომელთა ხელფასების ზრდის ტემპი ინფლაციას ვერ ეწევა და მათი მსყიდველუნარიანობა გაუარესებულია. ნომინალური ხელფასი გაზრდილია, რეალური ხელფასიც გაზრდილია, თუმცა თუ ჩვენ  შევხედავთ დაბალშემოსავლიან ჯგუფებს, რომელთა შემოსავალი 500 ლარზე დაბალია, მათ  შემოსავლებში ხელფასების ზრდა ვერ  იყო ისეთივე მაღალი, როგორიც ინფლაციაა.“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ მესამე კვარტალში უმუშევრობის  ისტორიულად  ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 


რაც შეეხება მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორებს,  ქავთარაძე ამბობს, რომ ეკონომიკურ  აქტივობაში დადებითი წვლილი მიგრაციას ჰქონდა, რომლის გავლენაც ორ ნაწილად, პირდაპირ და  არაპირდაპირ ეფექტად იყოფა.

 

ლაშა  ქავთარაძე ვარაუდობს, რომ 2023 წელს ეკონომიკური აქტივობა შენელებული იქნება, თუმცა ის ქვეყნის  პოტენციურ დონეს დაუბრუნდება.

 

„ჩვენი მიმდინარე  პროგნოზი  4,8%,  ხოლო  მთავრობის 5%,  თუმცა მომავალი  წლისთვის ინფლაციასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ რჩება, ასევე გამოწვევა იქნება 2023 წელს იმ  გაუმჯობესებული  პარამეტრების  შენარჩუნება , რაც  2022  წელს მივიღეთ.  იქნება ეს ლარის კურსი, თუ  მთავრობის ვალი. ის რომ დღეს მთავრობის ვალი 40% ს  არ  სცდება  ამაში  დიდი  წვლილი  ლარის  გაცვლით  კურსს  აქვს“, - აღნიშნა ლაშა  ქავთარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up