მომდევნო 3 წლის განმავლობაში 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ბინას მიიღებს. ამის შესახებ ოკუპირებილი ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
აზარაშვილის თქმით მიმდინარე წელს ბინით 1300-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და წლი ბოლომდე ახალი ბინის გასაღებს კიდევ 1000-მდე ოჯახი მიიღებს. მინისტრმა ცალკე გამოყო სანატორიუმი „ქართლი“ და აღნიშნა, რომ შენობაში შესახლებულ დევნილთაგან უმეტესობამ ბინა უკვე მიიღო დარჩენილი ოჯახების განსახლება კი წლის ბოლომდე მოხდება.