ფრენსის ჰაგენმა Facebook-ში 2 წელი იმუშავა, 2020 წელს კი, სოციალური ქსელის შიდა დოკუმენტაციის საფუძველზე მან კომპანია სიძულვილის ენის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
რამდენიმე დღის წინ CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა ალგორითმზე, რომელიც მომხმარებლებს შორის კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს.
„Facebook-მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სიძულვილის ენა ყველაზე უკეთე მუშაობს, რადგანაც ადამიანებში ბოროტი გრძნობების გაღივება ყველაზე ადვილია. მენეჯმენტი მივიდა დასკვნამდე, რომ სიძულვილის ენის აღმოფხვრის შემთხვევაში სოციალურ ქსელს ნაკლები მომხმარებელი ექნება, ეს კი შემოსავლებზე პირდაპირ აისახება“, - განაცხადა მან.
ყოფილმა თანამშრომელმა Facebook-ის წინააღმდეგ ჩვენებები სენატს მისცა. მისი გამოსვლაა სოციალური ქსელის მოზარდებზე მავნე ზემოქმედებას მიეძღვნა.
„არსებობს დოკუმენტირებული მტკიცებულებები, რომ Facebook-მა ზუსტად იცის მისი პროდუქტების ტოქსიკურობის შესახებ, განასაკუთრებთ ბავშვებისთვის, თუმცა ისინი არა ადამიანებისთვის მიყენებულ ტკივილზე, არამედ სარეკლამო ბანერებზე და მოგებაზე ზრუნავენ. დღეს მოზარდები, რომლებიც საკუთარ თავის სარკეში უყურებენ, არასრულფასოვნების გრძნობას განიცდიან. ბატონმა ცუკერბერმგა სარკეში უნდა ჩაიხედოს, ჩვენთან მოვიდეს, და აუხსნას ამერიკელ მშობლებს ამას რატომ აკეთებს“ - განაცხადა სენატში გამართული მოსმენის სპიკერმა რიჩარდ ბლუმენტალმა.
თავად ფრენსის ჰაგენმა თავის ქმედებები Facebook-ისთვის დახმარების გაწევს სურვილით ახსნა.
„მე დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ Facebook-ის პროდუქტების ბავშვებისთვის მავნეა, ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოებების გაღვივებას ხელს უწყობს, და ჩვენს დემოკრატიას აზარალებს. კომპანიამ იცის, როგორც გახადოს Facebook და Instagram უფრო უსაფრთხო, მაგრამ ცვლილებებისთვის არაფერს აკეთებს, რადგანაც თავის ასტრონომიურ მოგებას საზოგადოებაზე მაღლა აყენებს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სოციალური ქსელი, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, და საზოგადოებას არ ხლეჩს. მე მჯერა Facebook-ის პოტენციალის, და ჩვენ მეტის მიღწევა შეგვიძლია“ - მიიჩნევს სოციალური ქსელის ყოფილი თანამშრომელი.
მისი თქმით, Facebook უკვე დიდი ხანია არა სოციალურ მისიაზე, არამედ მოგებაზე ფიქრობს - ხშირად, როდესაც საკუთარ მოგებას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას შორის არჩევანის გაკეთების საკითხი დგებოდა, პრიორიტეტად ყოველთვის მოგება მიიჩნეოდა.
„Facebook-ის ტოპ-მენეჯმენტს სურს ყველა დაგვაჯეროს, რომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, და მე დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ ხმამაღლა ვთქვა - ეს ტყუილია. ეს პრობლემები გადაწყეტადია. Facebook შეუძლია, მაგრამ არ სურს შეიცვალოს. თუ ჩვენ არაფერს მოვიმოქმედებთ იმისთვის, რომ შუღლის პროვოცირების პოლიტიკა შევაჩეროთ - ეს ისეთი საშინელი ისტორიის დასაწყისია, რომელზეც საუბარი არავის სურს“ - განაცხადა ჰაგენმა.
მისი თქმით, სოციალური ქსელის ამ მიდგომის მაგალითებია ეროვნებათა შორის შუღლი მიანმაში და ეთიოპიაში, რომლებიც მასშტაბურ სისხლისღვრაში გადაიზარდა.
კერძოდ, ეთიოპიასთან დაკავშირებით, Facebook-მა არ შეაჩერა ეროვნული უმცირესობის - ტიგრისის - წინააღმდეგ წარმოებული მასობრივი კამპანია, რამაც საქმე გენოციდამდე მიიყვანა.
მსგავსი ვითარება იყო მიანმაში, სადაც სოციალური ქსელით წლების მანძილზე მიმდინარეობდა ორგანიზებული კამპანია მუსლიმი-როჰინჯას წინააღმდეგ, რასაც ასევე ამ ეროვნების ადამიანების მასობრივი განადგურება მოჰყვა.
„წლების მანძილზე Facebook ეთიოპურ რეჟიმს ემსახურებოდა და მისი მომხრეების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო, რომლის წყალობითაც ისინი ეროვნება ტიგრისის მიმართ სიძულვილს წლების მანძილზე თესავდნენ. Facebook-მა ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“ - თქვა ფრენსის ჰაგენმა.
მისი თქმით, ასევე მავნეა მოზარდების ფსიქიკისთვის Facebook-ის მიერ საბავშვო Instagram-ის შექმნის იდეა. ამ დროისთვის სოციალური ქსელი თავს ენერგიულად იმართლებს, და აცხადებს, რომ ადგილი აქვს შიდა კვლევის არასწორ ინტერპრეტირებას.
თუმცა როგორც ჩანს, სენატში გამართულმა დებატებმა გარკვეული შედეგები გამოიღო - Facebook-მა განაცხადა, რომ საბავშვო Instagram-ის შექმნაზე მუშაობას დროებით წყვეტს, და ამ საკითხზე მშობლებთან, ექსპერტებთან, და პოლიტიკოსებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს.
www.svoboda.org